რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, თბილისელი მაჰმადიანები მხედართა ყრილობის აკრძალვისთვის მინისტრ კერენსკის პროტესტს უცხადებენ.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, სამტრედიაში დაიჭირეს გამომძიებელი კანდელაკი, პორუჩიკი გიორგაძე და ყოფილი ბოქაული ნესტორ გაბუნია. სიმთვრალის დროს გამომძიებლის ბინაში მათ დაიწყეს რევოლვერებიდან სროლა. სამივე დაკავებულს კონტრ-რევოლუციონერობას აბრალებენ. ადგილობრივმა საბჭომ ისინი მეტეხის ციხეში გადაგზავნა, გამოძიება მიმდინარეობს.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომ კურნავს სხვადასხვა დაავადებას და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 ივლისს ყვირილიდან სოფ. საქარაში მიმავალი მღვდელი კირილე კავილაძე შეიპყრეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, მონასტერთა საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი 4 ივლისიდან დამტკიცდა საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 9 ივლისს, პეტროგრადში, აღმასრულებელი კომიტეტების კრებაზე მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხკაცთა საბჭოს დეპუტატებმა გამოიტანეს რეზოლუცია, რომ მხედველობაში იღებდნენ რა ქვეყნის შიდა და ფრონტის მდგომარეობას, რომელიც დამარცხებით ემუქრებოდა რევოლუციას და სამხედრო განადგურებით ქვეყანას, დაადგინეს, ქვეყანა და რევოლუცია საფრთხეშია, ახალი მთავრობა აღიარებულია რევოლუციის მხსნელად, მას ენიჭება განუსაზღვრელი მინდობილობა ჯარის ორგანიზაციის დისციპლინის აღსადგენად, საბრძოლველად კონტრევოლუციასთან და ანარქიასთან. სოციალისტი მინისტრები შეერთებულ აღმასრულებელ კომიტეტის კრებას კვირაში ორჯერ მთელ მოქმედებაზე მოახსენებდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N16 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქალთა ბატალიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაჩქარიოვა 9 ივლისს ნოვოსპასკის ტყესთან საომრად გამოვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივლისს, საღამოს 10 საათზე, კოჯრიდან თბილისისკენ ავტომობილით მიმავალ დეპუტატ აკაკი ჩხენკელს თავს დაესხა სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი. ჩხენკელის ერთ-ერთი თანამგზავრი, ნაფიცი ვექილი მაჭავარიანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ თავში ჩაარტყეს და გაუჩეხეს. აკაკი ჩხენკელს წაართვეს ფული და ძვირფასი ნივთები. დაიწყო გამოძიება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წერილი „ცრუ სახელწოდება“, რომელიც იუწყება, რომ 7 ივლისს ქუთაისში „ქალთა საზოგადოების“ სახელით მოხდა ყულაბებით ფულის შეგროვება. ავტორს აინტერესებს, თუ რომელი საზოგადოებაა ეს და არსებობს თუ არა ზოგადად ქალთა ორგანიზაცია ქუთაისში, გარდა „ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბისა“. თვითმმართველობის დროს ქ. ქუთაისში არსებობდა ე. წ. ქალთა საზოგადოება ქ-ნი ოლღა ქორქაშვილის თაოსნობით, რომელმაც გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, ხოლო დღეს სულს ღაფავდა. ამ საზოგადოების არსებობამ განხეთქილება შეიტანა 20 მარტის საერთო საგანგებო კრებაზე, თვით დემოკრატ ქალთა შორის, რომლის ნაწილი მოითხოვდა ამ ორგანიზაციის გამგეობის ცოდვების განხილვას. 20 მარტს საფუძველი ეყრებოდა „ქალთა საერთო პოლიტიკურ კლუბს“ და შიშობდნენ, რომ ძველი გამგეობის ცოდვილი წევრები არ მოხვედრილიყვნენ ახალ საზოგადოებაში. ამ მოთხოვნამ კრებაზე სრული უთანხმოება გამოიწვია. წერილში მოითხოვენ წლიური კრების დანიშვნას, რომელიც გადაწყვეტდა ამ საზოგადოების ყოფნა-არყოფნის საკითხს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭირეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ხრუსტალიოვი ნოსარი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ომის საკითხზე ბოლშევიკთა შორის უთანხმოება იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, ქუთაისის საადრესო მაგიდის გამგე ილ. ჯანელიძე სთხოვს ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს, რომ ვინაიდან საადრესო მაგიდა გაუქმდა და ის უმუშევარი დარჩა, მისცენ შესაფერისი ადგილი, ან ერთდროული დახმარება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N13 ცნობით, თბილისის ქუჩაზე მ. აბდუშელის სახლში გაიხსნა სუფთად მოწყობილი ახალი სასადილო.

