საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, უკვე იბეჭდება ქართული სახელმძღვანელოები, სიმონ ოცხელის მიერ ქართულად შედგენილი ალგებრა და გეომეტრია, ისტამბება აგრეთვე ძველი რომისა და საბერძნეთის ისტორია, დასაბეჭდად მზადდება გეოგრაფია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა ჟან ჟაკ რუსოს „ხალხის თუ მეფის უფლება“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, რედაქციამ მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძისგან მიიღო გაზეთის სასარგებლოდ დაბა სურამში შეგროვილი 15 მანეთი და ეპრაქსია ვაშაკიძისგან 13 მანეთი.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში მიღებული იყო ქალთა საარჩევნო ხმის უფლება, რომელსაც აძლევდნენ მხოლოდ 30 წლის ქალებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისს ჰასან ლორთქიფანიძე აკაკი ჩხენკელს გლეხთა დეპუტატების საოლქო ყრილობაზე მისი დასწრების შესახებ სწერდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ყრილობა 15 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდებოდა. განიხილებოდა სკოლის საკითხი ენასთან დაკავშირებით. მისი აზრით ამ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული აჭარლების სამომავლო ბედი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია 1906 წელს ბრიტანეთის პარლამენტში ქალთა უფლებების შესახებ მიღებული ბილის თაობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 დაიბეჭდა ექიმი პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა უყოთ პროსტიტუციას, I, მიზეზი პროსტიტუციისა). ავტორი განიხილავს პროსტიტუციის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 დაიბეჭდა პუბლიკაცია „ინგლისელი მილიტანტკები III“, რომელშიც გადმოცემულია სუფრაჟისტი ქალის, ემელინ პანკჰერსტის ცხოვრება და მოღვაწეობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1914 წლის 11 ივნისს დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მინისტრმა მაკ-კენმა პარლამენტში აღიარა, რომ მთავრობის ბრძოლამ მილიტანტ ქალებთან არათუ სასურველი შედეგი გამოიღო, არამედ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია. მან წინადადება წამოაყენა, რომ პასუხისგებაში მიეცათ ის პირნი, ვინც სუფრაჟისტებს მატერიალურად ეხმარებოდნენ და დაეჯარიმებინათ კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის გამო, რასაც კრიტიკულად შეხვდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1914 წლის 11 ივნისს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა უეჯვუდმა პარლამენტის კრებაზე განაცხადა, რომ ისინი ვალდებული იყვნენ განეხილათ, თუ რამდენად სამართლიანი იყო ქალთა საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნა და მოქცულიყვნენ სამართლიანად ნაცვლად მილიტანტ ქალთა დევნისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1905 წლისა და 1914 წლის პარლამენტის განხილვებში ქალთა საარჩევნო ხმის შესახებ დეპუტატთა დამოკიდებულებებს შორის დიდი განსხვავება იყო. ემელინ პანკჰერსტის სიტყვებით, მილიტანტობამ ინგლისში ქალთა უფლებების საკითხი წინ წასწია და დეპუტატები აიძულა სერიოზულად მოპყრობოდნენ მას.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა სამოსწავლო ოლქის საბჭოს კომისრად ლევან ნათაძე დაასახელეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 ივლისს გაიხსნა სამრეწველო და სამეურნეო ბანკი, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იყო ვარლამ ჭილაძე, დირექტორებად – ჯაჯუ ჯორჯიკია და გიორგი სვანიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 ივლისს ქართლ-კახეთის მონასტერთა თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 ივლისს, დილით, პოეტი კონსტანტინე ბალმონტი ბორჯომიდან თბილისში ჩავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, გაზეთ „რ. ვ“-ში გამოქვეყნდა ე. კ. ბრეშკოვსკაიას პროტესტი, რომელშიც ის ამბობს, რომ „ზ. ვ“-ს მოსკოვის გამოცემა N 59-ის მიხედვით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ერთსულოვნად აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, რასაც მისი თქმით ადგილი არ ჰქონია. ის უარს აცხადებს ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, რადგანაც სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის მესამე საყოველთაო ყრილობამ არ სცნო ნდობის ღირსად რუსეთისათვის მებრძოლი ალექსანდრე თეოდორის ძე კერენსკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკისა და ბრუსილოვს სიკვდილით ემუქრებიან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა ი. გ. წერეთელმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით ის პეტროგრადის პოჩტამტის მოსამსახურეებს უცხადებდა, რომ მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა, რათა დაუყოვნებლივ შესრულებულიყო ახალი მთავრობის დადგენილება თითოეული მოსამსახურისთვის ჯამაგირის 60 მანეთით გაზრდის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, პეტროგრადში დიდი არეულობაა, ჯარი მძიმე არტილერიით გარს შემოერტყა თავრიდის სასახლეს და ახალი მთავრობის წევრების გადადგომა მოითხოვა. ჩხეიძემ ჯარი ვერ დააწყნარა. აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებმა თავრიდის სასახლე დატოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასურსათო სამინისტრო ყველა საზოგადო ორგანიზაციას და კერძო პირთ სთხოვს შეინახონ ტომრები. 1917 წელს საჭიროა 200 მილიონი ტომარა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეტროგრადში ლენინი მთავრობას დანებდა, ტროცკიმ თვითვე მოითხოვა პატიმრობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანელებმა გენ. კორნილოვის ფრონტი გაარღვიეს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიკავკაზში შეიპყრეს ჯარისკაცი და დეპუტატების წევრი ხორუევი, ყოფილი ჯალათი, რომელიც თითოეულ ჩამოხრჩობაზე იღებდა 100 მანეთს.