რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ გიორგი ევგენის ძე ლვოვს, კერენსკისა და როძიანკოს შორის დიდი შეთანხმება დაიდო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 1 ივლისს დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნ დეპუტატთა არჩევნების მომწყობმა კომისიამ აირჩია პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ლომთათიძე, ალი-მარდან ბეგ თოფჩიბაშევი და ალექსანდრე ხატისოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივლისში რუსეთის დროებითმა მთავრობამ ვასილ გაბაშვილი მეორედ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიით.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა სურამის ქართველ ქალთა კავშირ „მანდილოსნის“ თავმჯდომარის, მარიამ ლომინაძის წერილი, რომელმაც 30 ივნისს სურამში გამართა საღამო და წარმოდგენა გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ, საღამოდან მიღებულიი შემოსავალი, 213 მან. გადაეცა გაზეთის რედაქტორს, ეკ. მიქელაძეს. წერილის ავტორი მადლობას უხდის „კალაკმაროვს“, რომელმაც რეჟისორობა გასწია.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, რომელიც იმჟამად ცხოვრობს ჩაირში, დაავადებულია მძიმე ნევრასტენიით და ექიმებმა სრული სიმშვიდე გამოუწერეს.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბურცევის მდივანი პროვოკატორი აღმოჩნდა. პეტროგრადის ერთ-ერთმა გაზეთმა ბურცევს ჰკითხა, თუ რატომ არ ასახელებდა მის გვარს, რაზეც მან განაცხადა, რომ ახლო მომავალში დაასახელებდა პროვოკატორს, რომელიც მანამდე პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა მის ჯაშუშობას, და პირიქით გაკვირვებას გამოიწვევდა რუსეთშიც და მთელ ევროპაშიც.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 29 ივნისს სოფელ მონასტერში (გორის მაზრა) 5 შეიარაღებული პირი თავს დაესხა გელაშვილის ქვრივს, მოიტაცეს მისი ქალიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, მესამე დღეს ქალი ყურმაშვილის ოჯახში აღმოაჩინეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთების გამო, 1917 წლის 29 ივნისს ლევან მაღალაშვილი დროებითი მთავრობის მიერ დაჯილდოვდა გიორგის IV ხარისხის ჯვრით.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.

