რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის გამგეს, ნოე რამიშვილს დაევალა დაესწროს ამიერკვაკვასიის კომისარიატის სხდომას, სადაც გაიმართება თათბირი სამხედრო საქმეების თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა და ნოე რამიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სამხედრო სექციიდან ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე და ალექსანდრე ზაქარიაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა წინაწარი ნავთობის სრულიად რუსეთის საბჭოს რაიონული და სპეციალური ორგანიზაციების პროგრამა. მოხსენებებით გამოვიდნენ: კ. ვ. კირში, ვ. ე. კლასენი, ლებედევი, პ.მ. შოხი, ვ. პ. ტიმოშენკო, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ს. ნ. პროკოფოვიჩი, ს.ვ ბერნშტენ-კოგანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ხომერიკი ამიერკავკასიის სამიწათმოქმედო კომისრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქონების კომისიის გამგეს გიორგი გვაზავას დაევალა თავადაზნაურობის ქონების გადმოტანა ეროვნული საბჭოს სახელზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო კომისიის გამგეს, ნოე რამიშვილს დაევალა მე-5 ქართულ პოლკში სათანადო წესრიგის დამყარება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველად დაინიშნა პავლე საყვარელიძე და მდივნად დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველად დანიშნულ პავლე საყვარელიძეს ხელფასად განესაზღვრა 750 მანეთი, ხოლო მდივნად დანიშნულ დავით ნახუცრიშვილს – 500 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ განსახილველად წარადგინა მე-5 ქართული პოლკში გამეფებული უწესრიგობის საკითხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას დაევალა ეროვნული საბჭოსა და კომიტეტის დაარსების გამო ქართველი ხალხისათვის მოწოდების შედგენა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძე ეროვნული საბჭოს წევრად წარადგინეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპიძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე.=, ალექსანდრე ლომთათიძე, გიორგი გვაზავა, აკაკი ჩხენკელი და კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრად პავლე საყვარელიძე დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა მოხსენებით წარდგა თავადაზნაურთა ქონების ქართველი ხალხის საკუთრებად გადაცემის თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო სომხების ეროვნული საბჭოს შვიდი წარმომადგენელი: ერზიკიანცი, აგარონიანი და კიდევ ხუთი კაცი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები: ერზიკიანცი, აგარონიანი და სხვა ხუთი კაცი. მათი აზრით, რუსული ჯარი კავკაციის ფრონტზე უნდა დარჩენილიყო, შექმნილიყო ეროვნული კორპუსები და ფრონტი გამაგრებულიყო აღნიშნული ეროვნული ძალებით. ასევე, უნდა შექმნილიყო სახალხო მილიცია ქალაქებსა და სოფლებში და დაწყებულიყო დიპლომატიური მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სასურსათო კომიტეტმა დაადგინა, რომ მოსალოდნელ შიმშილობასთან და პურის შემოზიდვის შეწყვეტასთან დაკავშირებით პურის ნორმა შემცირდეს ნახევარ გირვანქამდე. 5 დეკემბრიდან თითო სულზე ნახევარი გირვანქა პური გაეცემა, ფიზიკურად მომუშავეებს კი 1,5 გირვანქა მიეცემათ.

