რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 10 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას მარცხენა თვალზე მხედველობა დააკლდა და თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 6 აპრილს ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დავით ფარნაოზის ძე ბაკურაძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 აპრილს სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ ქაიხოსროს ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 აპრილს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 1-ელ აპრილს დავ. ალ. ცაგარელი I მსოფლიო ომში ტრაპიზონთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მარტს ახალ კლუბში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გაემართა საღამო, წარმოედგინა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ელენე ანდრონიკაშვილის მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მარტს ახალ კლუბში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილ საღამოზე ვასილჩიკოვას მონაწილეობით რუსული მინიატურა უნდა წარმოედგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე კ. ჟღენტს სეზმან ერთაწმინდელის შესახებ რეფერატი უნდა წაეკითხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს კომპოზიტორ კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს საღამო უნდა გაემართა.

