რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი მეწარმე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახს“ წარმოადგენდნენ: კონსტანტინე დიმიტის ძე ყიფიანი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს როლები შესრულებული ჰქონდა შემდეგ პიესებში: „ხათაბალა“, „ბიძიასთან გამოხმაურება“, „პარიჟელი ბიჭი“, „ჟან-ბოდრი“, „გაყრა“, „ბაიყუში“ და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ სათამაშოდ მოიწვიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბრიდან სომხური თეატრის დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას დაიწყებდა. მოწვეული არტისტებიდან მხოლოდ ადამიანი იმყოფებოდა თბილისში და სხვა მსახიობების ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდის კასპიისა და შავი ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობა პროექტის განხორციელებას ბათუმში იწყებდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი ეფრუსი ბათუმში არ იყო და მის ნაცვლად დროებით ვან ფლიტი დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრუსი კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში კარლო გოლდონის სამმოქმედებიან კომედიას „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „ცელქებს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცა კვირაში ორჯერ გამოეცა სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 სექტემბერს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ კორრადოს როლს შეასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბუკშა მსახურობდა სადგურზე „Уджара“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სადგურზე „Уджара" მსახურობის პერიოდში ბუკშა სახელმწიფო მედიკამენტებს ყიდდა ფარულად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საავადმყოფოს პაციენტებს დაუწერიათ საჩივარი. საჩივარში ისინი ბრალს სდებდნენ ფელდშერ ბუკშას, რომ იგი არ აძლევდა მათ წამლებს და არ მკურნალობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საავადმყოფოს 27 თანამშრომელი ფერშალ ბუკშას სამსახურიდან დათხოვნას მოითხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც საქართველოს რკინიგზას ეხებოდა. სტატია დანაშაულში ამხელდა ფელდშერ ბუკშას, რომელიც სასურსათო კომიტეტის წევრი იყო და მიუხედავად ამისა, მხოლოდ „თავისი ჯიბის გასქელებაზე“ ზრუნავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფელდშერი ბუკშა სასურსათო კომიტეტის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია საქართველოს რკინიგზის შესახებ, რომელშიც გაკრიტიკებულია საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისარი ნინუა – მან დამხმარედ აიყვანა სხვადასხვა სამსახურებრივ დანაშაულში არაერთგზის მხილებული ფელდშერი ბუკშა.