რეგისტრირებული ფაქტები92406
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3 000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. დასახარჯი ჰქონდა, მაშინ, როცა ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნების დაბეჭდვა შეეძლო.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. არ დაუხარჯავს, როცა შეეძლო ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნები დაებეჭდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 დეკემბერს გიორგი კვინიტაძეს რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 დეკემბერს მღვდელი ნესტორ აბესაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 დეკემბერს გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 6 დეკემბერს ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე, არჩილ იოსების ძე ნინიაშვილი, ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი და ალექსანდრე გიორგის ძე ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, პოლიევკტი კიკალიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და 102 სხვა ნამდვილი წევრი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს საზოგადოების გამგეობის 1915 წლის ანგარიში. მოისმინეს სარევიზიო კომისიის მოხსენება გამგეობის 1915 წლის მოქმედების შესახებ და გამგეობის განმარტება თითოეულ შენიშვნაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის დეკემბერში გამართული „ფინჯანი ჩაის“ შემოსავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) 11 937 მანეთი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში დიმიტრი დუმბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში გიორგი გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

