საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მაჭავარიანი თოფის ქურდობისთვის დააპატიმეს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ორბელიანის ლექსები გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა და მალე გასაყიდად გამოვიდოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თეიმურაზ პირველის ლექსების კრებულს ბეჭდავდა და მალე გამოიცემოდა. სასურველი იყო ავტორს წიგნისთვის მეფის ცხოვრების აღწერა და ლექსების კრიტიკული განხილვა დაერთო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალა“ უნდა წარმოედგინათ. მთავარ როლს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ასრულებდა, თუმცა ავად გახდა და გადაიდო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში პიესა „ხათაბალის“ ნაცვლად „ცოლი-მეუღლე“ წარმოადგინეს. სვიმონის როლი დავით მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა. მან როლი კარგად არ იცოდა, რადგან გვიან გაიგო რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ნაცვლად უნდა ეთამაშა და ამიტომ შეცდომები ეპატიებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ალექსანდრე დიუმას პიესას „კინს“, რომელშიც მთავარ როლს ვალერიან ლევანის ძე გუნია შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ნ. ქუთათელაძის საქმეს განიხილავდნენ. მას ახალი სენაკის პოლიციის ბოქაულის გაზეთ „Юридическое Обозрение“-ში აუგად მოხსენიება ბრალდებოდა. სასამართლომ ქუთათელაძე უდანაშაულოდ ცნო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ნ. ქუთათელაძე კერძო ადვოკატი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივნისს ნინო ჯანყულოვს მოსამსახურემ სოფ. ბელოტიმ 145 მანეთი მოპარა და მიიმალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს ოც აგვისტომდე შეეძლოთ საბუთების შეტანა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ქოჩეჩაშვილს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ქოჩეჩაშვილი შორაპნის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ასათიანს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ასათიანი სენაკის მაზრაში ცხოვრობდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 300 რუბლით დაჯარიმებულ იქნა დ. მ. ისაევი დაწესებულზე ზედმეტ ფასში რძის გაყიდვისთვის.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მელიტონ იოსელიანს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მელიტონ იოსელიანი სენაკის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ იოსელიანს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ იოსელიანი სენაკის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ ჩიქოვანს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მეოთხე განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სილოვან გაბუნიას სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის პირველ კლასში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ, თუ თავისუფალი ადგილი გამოჩნდებოდა. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისააკ ქავთარაძეს სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის პირველ კლასში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ, თუ თავისუფალი ადგილი გამოჩნდებოდა. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.