საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92406

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბერში ვლადიმერ ჯიბლაძე გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პოდპოლკოვნიკი ხომერიკი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კადრების განყოფილების უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ასლან-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ გენერლის წოდება მიიღო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-40 წლებში ივანე მატარაძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე ზაქარია ღურწკაია სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლამდე მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი-კობახიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847-49 წლებში ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: გარდაცვალება

1840 წელს სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ივანე მატარაძე გარდაიცვალა.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809 წელს ზაქარია ღურწკაია სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-40 წლებში ივანე მატარაძე სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრაში ნახა საზღვარზე მცხოვრები, რომელიც ყოველდღე გადადიოდა ფრონტის ხაზზე და იქიდან დენიკინის ჯარის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია გამოჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი არტემ ჯიჯიხია გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდიის უფროსი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი-კობახიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-71 წლებში ანდრია ივანეს ძე მატარაძე სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 24 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თედო რაზიკაშვილის „ქართული ენის საუნჯის მასალად“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 20 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ წინასწარ მოამზადა და როგორც რედაქტორ-გამომცემელმა ხელი მოაწერა „ივერიის“ 24 ივნისის ნომერს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა განცხადება ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილი დანიშვნის შესახებ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 26 ივნისს ბერლინში მიმავალი ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი ერთი დღით გზად ვარშავაში, სასტუმრო „ევროპეისკაიაში“ გაჩერდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 ივნისს ბერლინში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს მეგობრის, ლევან ჯანდიერის შვილმა, ილია ჯანდიერმა და იქაურმა ქართველობამ საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ილიამ მათ სიტყვით მიმართა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 1-ელ ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამოსამართლო პალატამ სამი წლით საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველებს უნდოდათ, რომ მარტვილში 40 ბერ-მონაზვნის საცხოვრებელი დაეარსებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს განზრახული ჰქონდა, თავის ეპარქიაში ბერ-მონაზვნების საცხოვრებლები დაეარსებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის პოლიცმაისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ ნიკოლოზის ხიდის დახურვა ითხოვა. მისი თქმით, საჭირო იყო, რომ ხიდი თბილისის საგუბერნიო გამგეობის ტექნიკოსებს შეემოწმებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.