რეგისტრირებული ფაქტები81648
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევ ვასილის ძე მიხაილოვსკის ფოთში მდებარე ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს განიხილავდნენ ზალიკო, ბართლომე, კინტირია, ზებე, სპირიდონ, კალისტრატე და ბასილი (ბუხუტი) ჩოჩუების საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1919 წლის 24 მარტის დადგენილ გადაწყვეტილებაზე კასატორების ფოთის ქალაქის გამგეობასთან 10 000 მანეთის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ პავლეს ძე აკოფოვის ბაქოში მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ სარიდანის ძე მაჭავარიანის თელავში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რევაზ სარიდანის ძე მაჭავარიანს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბ. ხოსროევი პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების მთავარი აგენტი იყო თბილისში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფემია, ოსანა და ნუნე ივანეს ასულ ზალიევებისა და ზაქარია, ხაჩატურ, ნიკოლოზ, სტეფანე, მიხეილ, იოსებ, არუთინ და ოჰანეზ ივანეს ძე ზალიევების თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიშენებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათოვს თბილისში, მამა დავითის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეფემია, ოსანა და ნუნე ივანეს ასულ ზალიევებსა და ზაქარია, ხაჩატურ, ნიკოლოზ, სტეფანე, მიხეილ, იოსებ, არუთინ და ოჰანეზ ივანეს ძე ზალიევებს თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიშენებით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სამსონ და მელიტონ ბესარიონის ძე თოფურიების ქუთაისში მდებარე ორსართულიან ფლიგელს მიშენებით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ და მელიტონ ბესარიონის ძე თოფურიებს ქუთაისში, სომხების ქუჩაზე, ორსართულიანი ფლიგელი ჰქონდათ მიშენებით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ პავლეს ძე აკოფოვს ბაქოში, ბალახნის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი და ერთსართულიანი შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ქუთაისის გაბრიელის სამკითხველოს გამგის დინაშვილის მოხსენება ქუთაისის სახალხო თეატრის კომისიის სამკითხველოსთან შეერთების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ქუთაისის გაბრიელის და სახალხო თეატრის კომისიის სამკითხველოების შეერთება შეუძლებლად მიიჩნიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა — ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვებმა ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნის საფუძველზე სვანეთის საკვირაო სკოლებში დასარიგებლად საკანცელარიო ნივთები და 160 „დედა ენა“ გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა — ივანე ზურაბიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა — ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნის საფუძველზე სვანეთის საკვირაო სკოლებში დასარიგებლად საკანცელარიო ნივთები და 160 „დედა ენა“ გაგზავნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 აგვისტოს ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს“ შესახებ ლექცია წაიკითხა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძე სემინარიაში დიდაქტიკის მასწავლებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში მასწავლებელთა დიდაქტიკის გამოცდა ჩაატარა.