რეგისტრირებული ფაქტები80992
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში თბილისის გუბერნიის სასწავლებელთა მასწავლებლებისთვის გაიხსნა პედაგოგიური კურსები, რომელსაც სერგეი სტრელეცკი დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სასამართლოში უ. ნიკოლაძისა და სიმბოვსკის დუელის საქმე განიხილეს.
1878
ტიპი: ნასამართლეობა
1878 წლის 19 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უ.სიმბოვსკის 7 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბაროსოვ ბერიძე მხატვრობის შესასწავლად იტალიაში გამგზავრა.
1878
ტიპი: ნასამართლეობა
1878 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ისიდორე იოსავა სასჯელს მეტეხის საპატიმროში იხდიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქართველი მწერლების: გრიგოლ ორბელიანის, რაფაელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ალექსანდრე ორბელიანის და ივანე კერესელიძის სურათები გასაყიდად გამოვიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის წიგნი „ნინო“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის გამოცემული სულხან-საბა ორბელიანის „იგავ-არაკი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 აგვისტოს დიმიტრი სტაროსელსკი კუკიის კათოლიკეთა ტაძარში წირვას დაესწრო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი სტაროსელსკი სპარსეთის კონსული იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის მაღაზიაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ფარუხოვის საქმიანობის შესახებ ქალაქის მმართველობამ გამოძიება დაიწყო.