რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილმა წინამძღვარიანთკარის სკოლას 10 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო დაფქვიევისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: „ღამის და დილის გაბაასება“; „სამთავროს მართალი და ჭეშმარიტი“; „ვარდ-ბულბულიანი“ ანუ ზნეობით სწავლა; „სიბრძნე ბალავარისა“; „მანანას ლექსი“; „ამბავი იოსებისა და ზილიხანისა“ და „ასო სამღერელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ძველი ქართული გალექსილი ხელნაწერი იყიდებოდა.
1840
ტიპი: ღონისძიება
1840 წლის 30 ივლისს დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოიცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილი ივანე მაჩაბელის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნისთვის „საკვირველნი ცხოველნი“ სურათებს ამზადებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი „კრებული არითმეტიკულის ამოცანებისა“ დაიბეჭდა.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წელს სოფიო ივანეს ასული დეკანოზიშვილისა იყო დიმიტრი ანდრიას ძე დეკანოზიშვილის მეუღლე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძის, ივანე დავითის ძე კაკაბაძისა და სამუელ ოთარის ძე კლდიაშვილის ბათუმში მდებარე ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვის განჯაში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვს განჯაში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძე და კონსტანტინე ყიფიანი სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გმართულ წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის საბენეფისოდ ნევეჟინის დრამა „მეორე სიჭაბუკე“ წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, საქართველოში ფილოქსერასა და ვაზის სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად საფრანგეთის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების წევრი ბონანი ჩამოვიდა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბონანი საფრანგეთის სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა-შვილი ღერკენაშვილები ცხინვალში, მდინარე ლიახვში დაიხრჩვნენ.

