საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე გენერალი კონსტანტინე მამაცაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თავადებსა და აზნაურებს თავიანთი შემოსავლით დაეარსებინათ საკუთარი გიმნაზია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თეატრის სცენაზე ილია ჭავჭავაძის არაერთი ნაწარმოები დაიდგა, მათ შორის „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისს ჟურნალ „ივერიაში“ გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ფსალმუნი“ დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის „ოსმალეთის თათრები და აღმოსავლეთის საქმე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით მაჩაბლის ლექსი „რა ჰქნას გულმან, რომ ჭმუნვა არ მოეხსნეს?“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანის „იზა“ მეორე ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წლის 16 მარტს ინფანტერიის გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.

1827

ტიპი: ღონისძიება

1827 წლის 19 ოქტომბერს გენერალმა გიორგი იესეს ძე ერისთავმა აიღო თავრიზი.

1827

ტიპი: ღონისძიება

1827 წლის 6 ნოემბერს გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი შეხვდა აბას-მირზას.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოვიდა სწავლულთა ექსპედიცია დერპტის უნივერსიტეტის პროფესორის, პაროტის ხელმძღვანელობით.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოსულ ექსპედიციას პროფესორ პაროტის ხელმძღვანელობით გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინა არარატის მთაზე.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 19 ივნისს გენერალ-ადიუტანტმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა დაამარცხა დაბა კაინლისთან.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 20 ივნისს ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა ტყვედ აიყვანა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 27 სექტემბერს პროფესორმა ივანე ეგორის ძე პაროტმა არარატის მთა დალაშქრა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის პირველ მარტს ჭარ-ბელაქნის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 28 აპრილს გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი პოლონეთს გაემგზავრა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 28 აპრილს ამიერკავკასიის მხარის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევი.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის აგვისტოში ინფანტერიის გენერალი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.

1832

ტიპი: თანამდებობა

1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გადააყენეს ქართული ეკლესიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

1837

ტიპი: ღონისძიება

1837 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ხელმწიფე-იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი.

1842

ტიპი: ღონისძიება

1842 წლის პირველ მაისს შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულმა კაპიტან გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით და კავკასიის ბატალიონის პირველმა ასეულმა პორუჩიკ ყორღანოვის მეთაურობით ოთხი ათასამდე აჯანყებული ყაზიყუმელი დაამარცხა დაღესტანში.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წლის მაისში კაპიტანი გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი იყო შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულის მეთაური.