საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილს 3 კლასის განათლება ჰქონდა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას დამთავრებული ჰქონდა 1-ელი ტექნიკუმის 7 კლასი.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის საქმის მიხედვით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილს ჰქონდა ორი დესეტინა მიწა და მეწაღის სახელოსნო ბორჩალოს მაზრაში.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილმა დაამთავრა საშუალო სკოლის 6 კლასი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო წერა-კითხვის მცოდნე, განათლება მიიღო ოჯახში, პროფესიით კი ნოქარი გახლდათ.

1924

ტიპი: თანამდებობა

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო მიწის მუშა.

1924

ტიპი: სტატუსი

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი სოციალური წარმოშობით იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს ჩეკას ცნობით სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მიწის მუშა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებულ გიორგი ივანეს ძე ქურხულს ჰყავდა მეუღლე, თამარა ქურხული, და ერთი შვილი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაკავებული გიორგი ივანეს ძე ქურხული თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილს ჰყავდა მშობლები: მამა – ალექსანდრე სინჯიკაშვილი, 59 წლის, მცხოვრები თბილისში, ნიკოლაევსკის ქუჩა N18-ში. დედა – ელიზავეტა სინჯიკაშვილი, 40 წლის, დიასახლისი; და – ანა, 24 წლის, მოსწავლე; ძმები: დიმიტრი – 17 წლის, მოსწავლე; ნიკოლოზი – 18 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: მფლობელობა

ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილის 1924 წლის საქმის მიხედვით, მას ჰქონდა სახლი თბილისში, ოქროყანის ქუჩაზე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილს ბრალად ედებოდა შეირაღებული თავდასხმა მენშევიკებთან ერთად. მას მიესაჯა დახვრეტა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს დაკავებული ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილი იყო ადიუტანტი არჩილ ზახარეს ძე ტომარაძის დივიზიაში.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილმა დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი მენშევიკების დროს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიწათმოქმედი იოსებ თევდორეს ძე გეგელია 1917 წლიდან დაკავებამდე საოჯახო საქმეებს უძღვებოდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ დავით გიორგის ძე ჯორჯაძეს ჰყავდა ცოლი – ეკატერინე, 32 წლის, დიასახლისი, მცხოვრები სოფელ საბუეში, შვილები: გიორგი – 12 წლის, მოსწავლე; რევაზი – 9 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ისიდორე სამსონის ძე ჯაშმა დაასრულა გიმნაზიის 5 კლასი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა დააპატიმრეს სენაკში, ქუთაისის ქუჩის N7-ში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა მენშევიკების დროს პრაპორშიკი იყო.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებულ გიორგი მიხეილის ძე ჭკადუას ჰყავდა: მამა, მიხეილი – 60 წლის, მიწის მუშა, დედა, მენიკი – 63 წლის, დიასახლისი; და, ივლიტა – 31 წლის; ძიძა, დარიკო – 55 წლის; მცხოვრებნი ახალსენაკში ქუთაისის ქუჩა N7-ში.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ჭკადუას ჰქონდა დაბალი განათლება.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით, ევგენი იოსების ძე ძიძიგური იყო მემანქანე, ტექნიკოსი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე სოციალური წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მუშა.