რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს ბესარიონ მელიქაძე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი საშა გეგეჭკორს თბილისში რამდენჯერმე ესტუმრა და მასთან დარჩა კიდეც.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრ-მდივანი იყო.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილის საქმის მიხედვით, ალექსანდრეს მამა იყო რევაზ ბახუტაშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ხაზინაში 7 793 491 480. 36 მანეთი ჰქონდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე იყო, წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებად იწოდებოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას სილიბისტრო თავართქილაძის წიგნის მაღაზიიდან საკომისიოდ წიგნები ჰქონდა წაღებული.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს სილიბისტრო თავართქილაძე წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს განათლების კომისარიატი ოლღა ჭავჭავაძეს დახმარების სახით ყოველთვიურად 39 მანეთს აძლევდა. ამ თანხით ირჩენდა თავს მისი მომვლელიც.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყოფილმა სტიპენდიატმა სვ. ფიცხალაურმა ჭიათურაში საზოგადოების საწევრო გადასახადი შეაგროვა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის ქირაში თვეში 33 მანეთს იხდიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნების საწყობში თვეში 1 200 მანეთს იხდიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის ნოემბერში განათლების კომისარიატმა ოლღა ჭავჭავაძეს ერთდროული დახმარება – 50 მანეთი გამოუყო.

