რეგისტრირებული ფაქტები81267
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან მეორე წელს ორი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა ყოველ წელს ერთი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა პირველ წელს ერთი მეორედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში ჩატარდა „ცისფერყანწელების“ კონფერენცია , რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე ტიციან ტაბიძემ „ცისფერყანწელების“ ტაქტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას რ. ს. ფ. ს. რ.-ის წარმომადგენელთან თეოდორე დოსტოევსკის ხელნაწერების შეძენის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ზდანევიჩმა „ცისფერყანწელებს“ პარიზში მყოფი ლადო გულიაშვილისა და დავით კაკაბაძის გაჭირვების შესახებ წერილით შეატყობინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
გერონტი ქიქოძემ, როგორც ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენელმა, მიმართა კომისარს დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის დასახმარებლად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.