საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ქობულეთის მოსახლეობამ სკოლის შენობის აგება გადაწყვიტა და ფულის მოსაგროვებლად კომისიაც აირჩია. კომისიის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლები იყვნენ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში” გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას პირველი ლექსი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს პაპუნა წერეთელმა დაამთავრა თბილისი ქართული გიმნაზია.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ანა ღვინიაშვილი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ანა ღვინიაშვილმა დაამთავრა თბილისის საეპარქიო გიმნაზია, რომელშიც ასწავლიდნენ კორნელი კეკელიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძე და სხვ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1923 წლებში ალექსანდრე ჭეიშვილი იყო გაზეთ „ტრიბუნის“ კორექტორი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ვიქტორ გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ „პონტოსს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“ გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას პირველი ლექსი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის ორი მოთხრობა: „პაპას ნაამბობი“ და „თამროს ოცნება“. ეს მოთხრობები ხელმოწერილია ფსევდონიმით ჰუგო ნარველი ან გუგა ნარველი.

1922

ტიპი: ღონისძიება

ბესარიონ ჟღენტმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922 წელს.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ბესარიონ ჟღენტმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე იურიდიული განხრით.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ბესარიონ ჟღენტმა დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში ელიზბარ ზედგინიძე მუშაობდა პოლიგრიმმრეწველობაში.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან ნიკოლოზ აგიაშვილი მუშაობდა პარტიულ და საბჭოთა პრესაში კორესპონდენტად.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი თარგმნიდა გაზეთს „წინ სამშობლოსათვის, წინ გამარჯვებისაკენ“.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი წითელი არმიის ლეიტენანტი იყო.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი წითელი არმიის ლეიტენანტი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-24 წლებში იონა მეგრელიძე იყო „წითელარმიელის“ რედაქტორის მოადგილე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან გამოიცა სიმონ ჩიქოვანის ლექსების თორმეტი წიგნი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან 1923 წლამდე პეტრე ბახტურიძე მსახურობდა წითელი არმიის რიგებში.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-23 წლებში გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“.