რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-1903 წლებში იოსებ მერაბის ძე ჩაჩანიძე ჯალაურთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს არქიმანდრიტმა მაკარ ჯანელიძემ ჭელიშის მონასტერში ახალი სამრეკლოს აშენება დაიწყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-90 წლებში ჭელიშის მონასტერში ქვის ორსართულიანი სამრეკლოს ასაშენებლად დახარჯული 840 მანეთამდე თანხიდან 600 მანეთი ოსტატებმა ვასილ და ივანე ბერეკაშვილებმა გასამრჯელოდ მიიღეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ჭელიშის მონასტერში სამრეკლოს ასაგებად მიიწვიეს ცნობილი მშენებლები, ვასილ და ივანე ბერეკაშვილები.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თედო სახოკიამ აფხაზეთის მთებში იმოგზაურა ხარკოვიდან საექსკურსიოდ ჩამოსულ ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, ქართლში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, თედო სახოკიამ დაიწყო მასალების შეგროვება "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის" და "ქართული ანდაზების" გამოსაცემად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო, რითაც ყოველწლიურად დაახლოებით 150-200 მანეთს ზოგავდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლიდან ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ფრანგულად წაიკითხა დარვინის „სახეობათა წარმოშობა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თვალს ადევნებდა რუსულ პერიოდიკას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა სავალდებულო საგნების გარდა სპენსერის, ადამ სმიტის, რიკარდოს, მარქსისა და ჯონ სტიუარტ მილის თხზულებებს ეცნობოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა პუბლიცისტურ და კრიტიკულ სტატიებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ ტოლათსოფლიდან ახალციხის მაზრის სოფელ მესხში გადაიყვანეს მასწავლებლად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.

