რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 ოქტომბერს ნაფიცვექილმა რაზუმოვსკიმ ბათუმის სასტუმრო „კავკაზში“ სიღარიბის გამო თავი მოიწამლა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი მეწარმე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ივანეს ძე ნათაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ბათუმის საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ქალაქის სკოლას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე აფხაზს სოფელ კარდენახის მამულში ზეთისხილის ხეები ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე აფხაზი მემამულე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევმა დიმიტრი ივანეს ძე აფხაზისაგან ვენახები შეიძინა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 4 სექტემბერს ახალქალაქში წყალობა დანდუროვი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და 9 ოქტომბერს ცოფით გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბერს 35 წელი, რაც თბილისში საოპერო წარმოდგენები დაიწყეს. 1851 წლის 9 ოქტომბერს პირველად დადგეს ოპერა „ლუჩია-ლამერმური“. ამ თარიღის აღსანიშნავად ივანე იაგორის ძე ფითოევის დასი სხვადასხვა ოპერას წარმოადგენდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბობრიშჩევი-პუშკინი მედვედოვსკის ადვოკატი იყო. იგი რუსეთიდან ჩამოვიდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მედვედოვსკის პროცესი სამხედრო სასამართლომ გადადო, რადგან ზოგი მოწმე არ გამოცხადდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დიასამიძეს სასამართლომ ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალამბეგოვს სასამართლომ ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალამბეგოვსა და ნიკოლოზ დიასამიძეს კოვალენკოს სახლის მშენებლობის დროს უყურადღებობას აბრალებდნენ, რის გამოც ძველი კედელი ჩამოინგრა და ოჰანეზოვის სიცოცხლე შეიწირა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მერაბის ძე გურგენიძეს მკვლელობა და 16 ქურდობა-გატაცება ბრალდებოდა. იგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რადგან მოწვეულმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ყველა დანაშაული შეშლილობის გამო ჩაიდინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელს სასამართლოზე არ ჰყავდა დამცველი, მან თავის გასამართლებელი სიტყვა წარმოთქვა და რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვირუბოვის შეურაცხყოფა არ იგულისხმებოდა გაზეთ „დროებაში“. მაჩაბელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეურაცხყოფის შესახებ ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ს. ს. გონჩაროვთან ერთად მიხეილ თეოდორეს ძე მიხაილოვი და ბულატნიკოვი განიხილავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ს. გონჩაროვი ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ხელმძღვანელობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვირუბოვმა ივანე მაჩაბლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი ირწმუნებოდა, რომ გაზეთ „დროების“ N 140-ში დაბეჭდილ ფელეტონში მას შეურაცხყოფა მიაყენება ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა.

