რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება თარიღი კლებადობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-85 წლებში დიმიტრი დავითის ძე ლომიძე სოფ. ლიჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი თბილისში გადმოსახლდა და ჟურნალ „არძაგანქის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-85 წლებში დავით იოსების ძე სირბილაძე სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-87 წლებში ტარას ალფეზის ძე ბაქრაძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-87 წლებში ნესტორ ზაქარიას ძე შვანგირაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: გარდაცვალება
1884 წლის 7 მარტს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მაქსიმე ტოგონიძე გარდაიცვალა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-94 წლებში გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს იოსებ გიორგის ძე აბრამიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ეფემია მესხი თბილისში, მაკო საფაროვას ბენეფისზე, პირველად გამოვიდა სცენაზე.
1884
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს საზოგადოებამ 100 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს დათიკო აწყურელის ინიციატივით კერძო სახლებში განახლდა წარმოდგენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ნინო გამყრელიძე, ა. ადამიძე, გიგო გელიკურაშვილი და ვიქტორ გამყრელიძე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ადამ ადამიძის თაოსნობით ჩუღურეთში, ადამიძისა და ბაჯიაშვილის სახლში, ხუთი წარმოდგენა გაიმართა შაქრო საფაროვის, ვანო მჭედლიშვილისა და დარო მჭედლიშვილის მონაწილეობით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს კუკიაზე ადამ ადამიძის თაოსნობით დაიდგა: „მათიკო“, „არსენა“, „ბაიყუში“, „ცოლი ვიყიდო თუ ფული“, „უმანკო პატარძალი“, „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“, „ადვოკატი მელაძე“ და სხვა. ეს წრეც მალე დაიშალა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს დაარსებულ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის ამხანაგობას წიგნებითა და პიესებით ეხმარებოდნენ გრიგოლ ჩარკვიანი, ივანე შარაშიძე და ზაქარია ჭიჭინაძე. 1887 წლის ბოლოს ამხანაგობა დაიშალა.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს დაარსებულ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის ამხანაგობას მოგვიანებით შეუერთდნენ გიორგი დიმიტრის ძე კანდელაკი, ადამ ილარიონის ძე ადამიძე, სანდრო თამაზოვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო ბაქრაძე, ვასო დოლმაზაშვილი, აბრამა ცქიმანაური, ნიკო სირაძე, მიშა მეტეხელი და სხვ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალურ წრეს წარმოდგენების გამართვაში ეხმარებოდნენ სცენისმოყვარეები: დათა კაპანაძე, ბაბო კაპანაძე, ვარინკა გიორგობიანი, მიშო ვაშაკიძე და სხვ.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა შედგენილი თეატრალური წრის წევრები იყვნენ: ვანო ბუზარიაშვილი, იოსებ მეტრეველი, ბაჟბეუქ-მელიქოვი, კოტე დამბროვსკი, ივანე ბერიანიძე და სხვ.

