საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82256

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 5 სექტემბერს ჯვა­რი­სუბ­ნის (ჯო­ი­სუბ­ნის) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძეს მისცეს პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების უფლება.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ემილ ლენცის სახელზე განცხადება შეიტანა, ითხოვდა, რომ გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩაერიცხათ.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და იქირავა ბინა ამაღლების პროსპექტის №122-ში.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის ივნისში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა, ივანე კერესელიძემ მადლობა გამოუცხადა იმ მწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად მასალები გაუგზავნეს, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ ყვარელში მათ მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან, სოლომონ ჭავჭავაძესთან დადო გარიგება, რომლის მიხედვითაც სოლომონს მისი ძმისწულისთვის უნივერსიტეტის დასრულებამდე პეტერბურგში თვეში ოთხასი მანეთი უნდა ეგზავნა, ილია კი ვალდებული იყო, ცოლად მოეყვანა მისი ქალიშვილი ელისაბედი.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 18 მარტს ქედის წმ. გიორგის ეკლესიის (ვანი) მღვდელი თომა იესეს ძე ავალიანი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 15 მარტს სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი (გრიგოლ) აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 12 მარტს სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მიხეილ დავითის ძე მოსეშვილი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის პირველ მარტს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ სეხნიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის პირველ მარტს სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი მათე (მატათე) კაციას ძე აფრიდონიძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 12 თებერვალს მუხ­ლის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი იოვანე გიორგის ძე გოცირიძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 29 იანვარს ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სვიმონ მოსეს ძე მანჯგალაძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 15 იანვარს ძეგ­ლე­ვის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი დავით გიორგის ძე კახეთელიძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 3 იანვარს ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი რომანოზ გიორგის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ალექსანდრე ბარიატინსკის თხოვნით, გადაწყდა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა და მტკვრის ხიდზე დადგმა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.

1857

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.

1857

ტიპი: ორგანიზაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.