რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება თარიღი კლებადობით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით ქუთაისის სათავადაზანურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს შეტყობინება გაუგზავნა და სასწავლო პროგრამების წარმოდგენა სთხოვა.
1882
ტიპი: განათლება
1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის კომერციულ ბანკს შეტანილ თანხაზე ქვითრის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი თავის სკოლის მასწავლებელ ტიმოთე ხმალაძეს გაჰყვა თბილისში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 24 ივლისს ოდესიდან ფოთში გაგზავნეს ილია ჭავჭავაძის მიერ შეკვეთილი სამკალი მანქანა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა გიორგი ზდანოვიჩის (იბეჭდებოდა გ. მაიაშვილის ფსევდონიმით) წერილი „საზოგადო მოღვაწეთა მიმართ“, რომელშიც ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებდა, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობის დროს პირველად ხალხის ეკონომიკური ინტერესები უნდა ვიქონიოთ სახეში და მერე სხვა ინტერესებიც, რომელთაც ხალხი უთანაგრძნობს – პოლიტიკური და ნაციონალურიც“.

