საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83737

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ 1928 წლის დეკემბრის ბოლოს მარხლევსკის რაიონში (ჟიტომირთან ახლოს) ებრაელები დაარბიეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ ებრაელთა წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში ებრაელ მუშებს იარაღით ხელისუფლება ამარაგებდა და მათ კოლონიებში თავდაცვით ორგანიზაციებს ქმნიდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ რუსეთის სოფლებში ანტისემიტური მოძრაობა ყოველდღიურად ფართოვდებოდა. ბელარუსია და უკრაინა ებრაელთა წინააღმდეგ ბრძოლის ბუდედ იყო ქცეული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი ებრაელი ტოვებდა. მათი ნაწილი ლიბანის ემიგრანტთა სახლებში ჩერდებოდა, ნაწილი კი საცხოვრებლად დანციგში გადადიოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტიის მხრიდან გადასახადების ძალდატანებით აკრეფამ ბელარუსსა და ტვერში გლეხების პროტესტი გამოიწვია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ გლეხები კომუნისტური პარტიის ღონისძიებებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ისინი ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში. ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში შეძლებული გლეხები ღარიბი მოსახლეობის ნაწილს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევდნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ვასილ გიორგის ძე წერეთელი ნაროდნიკების სტუდენტურ ჯგუფში მუშაობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ვასილ წერეთელი თბილისში, სურბნიშანის ქუჩა №2-ში, ცხოვრობდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს ვასილ გიორგის ძე წერეთელმა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1887 წლებში ვასილ წერეთელი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (ორ წელს) და იურიდიულზე (ერთს წელს).

1952

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1952 წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის მიხედვით, მას საქართველოს ისტორიის მასალებზე სამუშაოდ საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში ერთი თვით მივლინება სჭირდებოდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს A ფონდის (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის) 100 ხელნაწერი უნდა აღეწერა და სასტამბოდ მოემზადებინა, საქართველოს ისტორიის მასალების XV-XIII საუკუნეების ტექსტები (ნაკვეთი II) გამოეკვლია, დასაბეჭდად გადაცემული H ფონდის ხელნაწერთა 84 აღწერილობის კორექტურა გაეკეთებინა და „აღწერილობათა“ VI ტომისათვის საძიებელი შეედგინა.

1862

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1862 წლის 18 იანვარს ვასილ გიორგის ძე წერეთელი შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი ქუთაისის დრამატული და ისტორია-ეთნოგრაფიის საზოგადოებათა გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ალექსანდრე წერეთელი ხარკოვიდან სოფლად გადაასახლეს, ხოლო შემდეგ [რევოლიუციამდე] პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს საავტომობილო განყოფილების მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა მ. ჯიმშალეიშვილმა გზათა სამინისტროს საექსპლოატაციო ნაწილს მიმართა, რომ შეკეთებული ავტომობილების უქონლობის გამო მათი თხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლოთ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: საექსპლოატაციო ნაწილის გამგემ, ინჟინერ-მექანიკოსმა რახლისმა და საქმისმწარმოებელმა რობბემ.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 12 მაისს პროფესორი გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ბერიძე, არჩილ ამირეჯიბი, სიკო ბრაგვაძე, კლიმენტი იოსელიანი, ვასილ ვარაზაშვილი და სამსონ კიკაბიძე არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფის ხელმძღვანელთა კრების დროს დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე წერეთელმა ხარკოვის ქართველ სტუდენტთა შორის არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფი დააარსა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი რუსეთში ქართული სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ალექსანდრე წერეთელი ამხანაგებთან ერთად მოწაფეთა საერთო მოძრაობის დროს მცირე ხნით დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე წერეთელი თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის არალეგალურ გაზეთთან „კავშირი“.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლიდან ალექსანდრე წერეთელი გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან ალექსანდრე წერეთელი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსი დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

გზათა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ისიდორე მალანიას 1919 წლის 19 თებერვლის N32 ბრძანებით, სამინისტროში ზედმეტი სამუშაოს გაცემის შესახებ წინასწარ უნდა არსებულიყო პირადად მისი ნებართვა, ხოლო სამუშაოს აღსანიშნავად შემოეღოთ სარეგისტრაციო წიგნი, რომელშიც ჩაიწერებოდა, ამა თუ იმ მოხელემ რამდენი სთ., რომელ დღეს იმუშავა და რა სამუშაო შეასრულა.