რეგისტრირებული ფაქტები88716
სორტირება თარიღი კლებადობით
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 14 აგვისტოს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი თადეოზ დავითის ძე ნასრაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 5 აგვისტოს შარდომეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლეონტი თადეოზის ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 10 ივლისს ცხმორის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კობერიძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 4 ივლისს ალექსი იესეს ძე კანდელაკი მღვდელ-მონაზონმა ონიფანტემ ბერად აღკვეცა და ანტონი უწოდა.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 10 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ზაქათალის ოლქის შექმნის შესახებ.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 10 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება დაღესტნის ოლქის შექმნის შესახებ.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 10 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ახლადშედგენილი წესდება.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიენიჭა უფლებამოსილება, გაეცა მედლები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში გაწეული შრომისათვის.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან შემოსული ყოველწლიური თანხა გაეზარდა 6000 მანეთამდე.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ახალი წესდება.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა აღორძინების საზოგადოების წესდება.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიური საზოგადოების სოფლის მეურნეობის წესდება.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 21 მაისს სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოვანე იოვანეს ძე ჯიბლაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 24 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ ნიკიფორე კანდელაკი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 8 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ნიკიფორე კანდელაკი მონაზვნად აკურთხეს.
1860
ტიპი: მფლობელობა
1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 24 თებერვალს ივანე გიორგის ძე ლოლაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 13 თებერვალს სევის წმ. სამებისა და ჭიბრევის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიების მღვდელი სპირიდონ ქრისტეფორეს ძე კირვალიძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 13 თებერვალს სევის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ მახარობელას ძე გრძელიშვილი გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 7 თებერვალს ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ლეონტი დავითის ძე ფანჯავიძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 28 იანვარს მოტყიარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე კაციას ძე მიქაუტაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 10 იანვარს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი გარდაიცვალა.

