რეგისტრირებული ფაქტები88716
სორტირება თარიღი კლებადობით
1860
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ცხოვრობდა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი 1956 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ დიხაშხოში.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდებაში დამატებები შეუტანიათ.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს რუს სკულპტორს, პიმენოვს დაევალა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა. დაკავებულობის მიზეზით, პიმენოვმა ძეგლის ჩამოსხმა გადადო. მალევე დაუძლურდა და გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალებამდე მოასწრო ძეგლის მონახაზის დატოვება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ძეგლი მაინც ჩამოისხა.
1860
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1860 წელს ილია ჭავჭავაძე ზაფხულის არდადეგების გასატარებლად პავლოვსკში ჩავიდა.
1860
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.
1860
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1860 წელს ილია ჭავჭავაძემ არჩილ ანდრონიკაშვილისაგან ვალების გასასტუმრებლად ხუთასი მანეთი ისესხა.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლიდან 6 წლის განმავლობაში ვორონცოვის ძეგლზე ზრუნვა მინდობილი ჰქონდა განსვენებული ფელდმარშლის, მიხეილ ვორონცოვის ხელქვეითს, ზოლოტარევს. მას სკულპორტთან შეთანხმება და მუშაობის პროცესზე დაკვირვება ევალებოდა. პეტერბურგიდან თბილისში სწორედ ზოლოტარევის განკარგულებით გამოიგზავნა ვორონცოვის ძეგლი.

