საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით თბილისის მესამე ნაწილის კომისარის თანაშემწე მოისეევი უნდა დაენიშნათ კვარტლის ზედამხედვლად თბილისის პირველ ნაწილში.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით თიანეთის მაზრის მმართველობის მთარგმნელი გრიგოლ ასლამაზოვი უნდა დაენიშნათ ამავე მმართველობის კანცლერად. გრიგოლ ასლამაზოვის ძველ თანამდებობაზე კი – მწერალი გიორგი გოჯიშვილი.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობა უწყებით სამსახურიდან გადამდგარი საგუბერნიო მდივანი გიორგი კალუბანსკი უნდა დაენიშნათ კომისრის თანაშემწედ თბილისის მესამე ნაწილში.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 27 აგვისტოს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით საქართველოსა და იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლებსა და თავადებს მიენიჭათ უბრწყინვალესობის წოდება.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 23 აგვისტოს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით უცხოური გემების შემოსვლა დაიშვებოდა: ანაპაში, კონსტანტინოვსკოესა და სტანიცა ველიამინოვსკაიაში, სოხუმ-კალეში, ოჩამჩირესა და ფოთში.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 4 აგვისტოს სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი პართენის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის 1-ელი ივლისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, კოლეგიის მდივან სარქისიანს იმავე დეპარტამენტში უმცროსი „სტოლნაჩალნიკის“ თანამდებობაზე ნიშნავდნენ.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 27 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის მუზეუმის გახსნის შესახებ.

1865

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 27 მაისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, თელავის მაზრის სამმართველოს მთარგმნელს, ვახვახიშვილს მუშაობა ქუთაისის გუბერნიაში უნდა გაეგრძელებინა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 11 მაისს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი ვასილ ბუჭუას ძე აბულაძე გარდაიცვალა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 7 მაისს შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი გერმანე ოქროპირის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 14 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა თბილისის გუბერნიაში სამეურნეო საზოგადოებათა ჩამოყალიბების საკითხი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 11 აპრილს მიხეილ რომანოვის ბრძანებით დამტკიცდა წესდება თბილისის გუბერნიაში სოფლის სამმართველოს დაწესების შესახებ.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 2 აპრილს ჩხენიშის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სიმონ იოანეს ძე მოსიძე გარდაიცვალა.

1865

ტიპი: განათლება

1865 წლის 15 თებერვალს გაბრიელ ეჯუბაშვილმა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა პეტერბურგის უნივერსიტეტში.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 29 იანვარს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 15 იანვარს გლო­ლის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკლესიის მღვდელი იოვანე ხარიტონის ძე ბიჭაშვილი გარდაიცვალა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 4 იანვარს შქმერის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე პაპიძე გარდაიცვალა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლიდან ვაჭრობდა და მკითხველებს ემსახურებოდა ალადატოვის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძე.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ ანდრონიკაშვილი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“ ჭავჭავაძე.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ დოლინსკი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ გურამიშვილი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ მამაცაშვილი.