რეგისტრირებული ფაქტები89237
სორტირება თარიღი კლებადობით
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ჩოლოყაშვილი.
1865
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1865 წლის პირველი იანვრიდან შაბის წარმოებაზე და გაყიდვაზე უფლებები 12 წლით გადაეცა თბილისის მოქალაქე ხარიტონოვს.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს ალექსანდრე ბარიატინსკიმ ნახა და მოიწონა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც პეტერბურგი-ლონდონი-ფოთის მიმართულებით გემით გააგზავნეს. საბოლოოდ კი თბილისამდეც მიიტანეს.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1875 წლებში ივანე სტეფანეს ძე ხატისოვი კავკასიის მეფისნაცვლის საგანგებო საქმეთა მრჩეველი იყო.
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ლუკა კაპანაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წლის 25 მაისს სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ლუკა კაპანაძე გარდაიცვალა.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-71 წლებში ექვთიმე ბეჟანის ძე კანდელაკი სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-68 წლებში თომა გარსევანის ძე ჩინჩალაძე სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1868 წლებში ალექსი პეტრეს ძე შარაბიძე ქვედა შავრას წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1870 წლებში ხვანჭკარის წმ. გიორგის ეკლესია ააგო ბერძენმა კალატოზმა თედორე ჯაიანმა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1867 წლებში ცახის მაცხოვრის ეკლესია ააგო ბერძენმა ოსტატმა თედორე ჯაიანმა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865-1867 წლებში ბერძენმა ოსტატმა თედორე ჯაიანმა ააგო ბარეულის მაცხოვრის ეკლესია.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-88 წლებში იაკობ გლახუას ძე ხოჯავა სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-86 წლებში ოქროპირ გიორგის ძე კანდელაკი სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-71 წლებში დავით ნიკოლოზის ძე ქოჩიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1902 წლებში ოქროპირ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ნიკოლოზ ფარსადანის ძე ცუცქირიძე სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1902 წლებში სპირიდონ იოვანეს ძე აბესაძე მუხურის წმ. გიორგის (აბესაძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

