საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89217

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 ივნისს მხატვრებმა – ევგენი ევგენის ძე ლანსერემ, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ, დიმიტრი შევარდნაძემ, გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა და იოსებ ადოლფის ძე შარლემანმა – დაიწყეს ახალი ფულის ნიშნების პროექტის შედგენა 1, 3, 5, 10, 25, 100, 250 და 500-მანეთიანი კუპიურებისათვის. პროექტში შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ქართული სტილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივნისს ქართველ მწერალთა კავშირი გარდაცვლილი პოეტის, ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძის ოჯახს 20 000 მანეთით დაეხმარა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 9 ივნისს ერთა ლიგის ქართული საზოგადოების თავმჯდომარემ, ალექსანდრე ლომთათიძემ, ერთა ლიგის მეოთხე კონფერენციის თავმჯდომარეს რომში ტელეგრაფით მისალმების წერილი გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივნისს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორმა შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძემ თელავის, სიღნაღისა და ზაქათალას ერობებს რაიმე განკარგულების გამოცემამდე ზაქათალაში მცხოვრები სომხების საქართვლოს ტერიტორიაზე დატოვება უბრძანათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ივნისს საქართველოში ჩამოვიდა ფრანგი მწერალი ქალი ოდეტა კოენი, რომელსაც განზრახული ჰქონდა საქართველოს შესახებ წიგნი დაეწერა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივნისს თბილისის პროფესიულ კავშირთა საბჭომ ფრონტზე მყოფი მეომრებისთვის თამბაქოს ფაბრიკის მფლობელების, მიხეილ საფაროვისა და ნიკოლოზ ბოზარჯიანცისგან მიიღო შეწირულობა – 100 000 ღერი სიგარეტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივნისს თბილისში ჩამოსულმა სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა დავით თაყაიშვილმა ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში ოთხი ამერიკული და რამდენიმე სხვა ქვეყნის გემი იდგა, ასევე, რომ მიმდინარეობდა მუშაობა პორტის ყელის გასაფართოებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში ბოროტმოქმედები სადგურ მუკუზანს დაესხნენ თავს. სროლის დროს საინტენდანტოს წარმომადგენელი ობხუზოვი მოკლეს. დამნაშავეებმა გაქცევა შეძლეს. თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით სადგურის მეისრე ნაპირელი და რემონტის მუშები, სამი ძმა ხომასურიძე, დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ თბილისის საბჭოს სხდომაზე განიხილეს უპატრონო ქალთა შესანახად და სოციალური დახმარებისთვის 15 000 მანეთის, უფასო სასადილოების ხარჯების ასანაზღაურებლად კი 20000 მანეთის გადადების საკითხები და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივნისს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ ალშიბაია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის „საქართველოს მოამბის“ ცნობით, გაიმართა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის კონცერტი. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფ. ივანე ჯავახიშვილი თელავს გაემგზავრა ორი კვირით დასასვენებლად. მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საბჭოს მდივანი პროფ. იოსებ ყიფშიძე

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ავლაბარში ვასო აბაშიძის მეთაურობით დაგეგმილ ქართული ლატარიის ბილეთებით ვაჭრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მოხეტიალე მუსიკოს ილია ქურხულსა და მგოსან გიორგი ქუჩიშვილს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გამართულ საპატიო მანდილოსანთა კრებაზე შეიმუშავეს თბილისში ლატარიის დღის მოწყობის პროგრამა და მანდილოსნებს გაუნაწილეს მოვალეობანი. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე მ. რამიშვილისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში განათლების სამინისტრომ გილდა განსის ასულ ზაქარიანსა და ვარსენიკ სერმის ასულ სტეფანიანს თბილისში ახალი ენების კურსების გახსნის უფლება მისცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში პ. მეგრელიშვილმა რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობა გახსნა და პრეზიდიუმის არჩევა მოითხოვა. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მაჭარაძემ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ძამანაშვილი დაასახელა, მის მოადგილეებად – პ. მეგრელიშვილი და პატარიძე, მდივნად – კლიმენტი ბოკერია, მდივნის მოადგილედ – ჭყონია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივნისს პოეტმა მაზურკევიჩმა ფრონტის დამხმარე კომიტეტს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელ ივნისს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლაკელიძემ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქე ვალდებული იყო, მუდმივად თან ჰქონოდა სამხედრო ბეგარის მოწმობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 მაისს ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნულია, რომ სალომე მიურატის სასახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს და რამდენიმე ნივთი მიურატის რწმუნებულის, მღვდელ ჭანტურიას სახლში იპოვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მაისს სახალხო სახლში რევაზ გოგნიაშვილის ქართული ოპერის „ქრისტინე“ წარმოდგენა გაიმართა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჩალოს ნეიტრალური ზონის კომისრისგან, ალექსანდრე ლორთქიფანიძისგან მიიღო ცნობა, რომ სადგურ სადახლოში 40 ვაგონამდე ლტოლვილი ბერძნები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ბათუმში გამგზავრების ნებართვას ითხოვდნენ.