რეგისტრირებული ფაქტები89557
სორტირება თარიღი კლებადობით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეისა და მის ოჯახს ქრისტიანობა მიუღიათ.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დიმიტრი შარვაშიძისთვის პოლკოვნიკის წოდება უბოძებია.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეი აფხაზეთის მთავარ ქელეშ-ბეის შვილი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეი აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უმცროსი ძმა იყო.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 28 აპრილს ამიერკავკასიის მხარის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 28 აპრილს გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი პოლონეთს გაემგზავრა.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 25 აპრილს სერგო კლდიაშვილმა შალვა რადიანს მამის, დავით კლდიაშვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ 1829 წელს პაროტის ექსპედიციამ ბინა დაიდო წმინდა იაკობის მონასტერში, რომელიც არარატის მთის ძირიდან 3528 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა და სწორედ აქედან მოეწყო არარატის მთაზე აღმასვლა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილში პაროტი სტეფან აღასა და ხაჩატურ აბოვიანის გარდა ახსენებდა კიდევ ორ მოწმეს ექსპედიციის არარატის მთაზე ასვლისა. ესენი იყვნენ: მურად პოღოსიანი და ოვანეს აივაზიანი.
1831
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი თარჯიმანი იყო ეჩმიაძინის მონასტერში.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ პროფესორ პაროტის ექსპედიციას არარატის მთის მხოლოდ გარკვეული სიმაღლისთვის მიუღწევია. შოპენის აზრით, ექსპედიციას შეიძლება კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი – როცა იქ ჩასულან, არარატი თოვლის სქელი ფენით ყოფილა დაფარული.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ განსაცვიფრებელი ამბავი იქნებოდა, მას, სომხეთის მოქალქეს, გამორჩენოდა ისეთი ღირშესანიშნავი ფაქტი, როგორც არარატის მწვერვალის დაპყრობა იყო (სანკოვსკი თავის შენიშვნაში, რომელიც ერთვოდა შოპენის სტატიას ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ, მიუთითებდა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ პაროტს ჰქონდა დაპყრობილი). შოპენი აღნიშნავდა, რომ იმ დროს, როცა პაროტის ექსპედიცია არარატის მისადგომებთან დაბანაკებულიყო, ისიც სამსახურებრივი დავალებით ახლომდებარე სოფლებში მოგზაურობდა, ამიტომ ყოველდღიურად ინტერესდებოდა ექსპედიციის ამბებით. მისი მტკიცებით, ექსპედიციას მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მიუღწევია და იქ ჯვარი აღუმართავს. ამ ფაქტის მოწმე ყოფილა დაბა არგურის უხუცესი სტეფან აღა, ვისთვისაც შოპენს გამოუკითხავს მთაზე ასვლის ამბები.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის სტატია ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ. სტატიაში ავტორი წერდა, რომ არარატის მთაზე ფეხი არავის დაუდგამს ბიბლიური ნოეს შემდეგ. ამას გაზეთში მოსდევდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს დაულაშქრავს.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. მთამსვლელთა ექსპედიციის ამბები სანკოვსკის გამოუკითხავს დიაკვანი ხაჩატურისათვის, რომელიც პაროტს ახლდა მისი არარატის მთაზე აღმასვლის დროს და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. გამომცემლის თქმით, ამ კაცის მონათხრობში არსებული წვრილმანები აქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს ექსპედიციის წარუმატებლობის შესახებ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. სანკოვსკი ურჩევდა შოპენს, განათლებულ ადამიანსა და დიდი სარგებლის მომტან ჩინოვნიკს, ნაკლები ნდობით მოკიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას იმ საგნებზე, რომელთა შესახებ მათ არ გააჩნდათ საფუძვლიანი ცოდნა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. პაროტი წერდა, რომ მისი ექსპედიციის არარატზე ასვლის დროზე, მწვერვალის მდგომარეობასა და თვით პაროტის იქ ყოფნის შესახებ მას არაერთხელ მოუყოლია და არაერთი ცნობაც მიუწოდებია პერიოდული გამოცემებისათვის, ხოლო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარს იგი თავისი მოგზაურობის აღწერაში აპირებდა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნს სამი ადგილობრივი ეკლესიის (ერთი ბერძნულ-ქართულისა და ორი სომხურის) კურთხევის დღედ გამოუცხადებია 1830 წლის 15 აგვისტო, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღე.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ამიერკავკასიაში გაუხსნია სკოლა, რომელიც ერთადერთი იყო იმ რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში. სკოლა სამას ბავშვზე ყოფილა გათვლილი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარისთვის გაცემული 5 მილიონი რუბლიდან ნაწილი მოხმარდებოდა კომუნიკაციის საშუალებების კეთილმოწყობას.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმართებელი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი შუამდგომლობდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიის მხარისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის თაობაზე.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარეს 5 მილიონი რუბლი გადაეცა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს ანდრეი დიმიტრის ძე უსოვი ახალციხის დროებითი მთავრობის წევრი იყო.

