საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემ მკითხველს“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მირონ გრიგოლის ძე ამიროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პეპანა ტურაბოვის მამული თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 7 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ექიმ გრიგოლ მაღალაშვილის წერილი „ნამდვილი მიზეზი სხვა და სხვა ავათმყოფობისა“ ალკოჰოლიზმით გამოწვეულ სნეულებებზე.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სოლომონ და გრიქურ მიკირტუმოვების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების აღმორჩევა რაჭაში“ ამბროლაურსა და ონში იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის სტუმრობასა და სამრევლოთა ახალი მღვდელთმთავრების არჩევის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VII ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა კარგარეთელის მიერ ქართულად თარგმნილი მორიც ლარტმანის ლექსი „ჩადრი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „ადამიანი".

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ბესარიონ ქიტესას ძე მაკარიძის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ცოლ-ქმრობით ვაჭრობა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კორესპონდენცია „ქადაგები“ გორის მაზრის სოფლებში შემორჩენილ სამრევლო რიტუალებზე, რომელთაც გლეხის ქალები საეკლესიო დღესასწაულებზე აღასრულებდნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ მარტვილის მიმდებარე სოფლებში დიდთოვლობის გამო შეფერხებული საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის ფელეტონი „გასართობი საუბარი“.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ტასია სტეფანეს ასულ აბა-მელიქოვას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო ზურაბ ანტონოვის კომედიის „ქმარი ხუთი ცოლისა“ პრემიერა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“, რომელშიც განხილული იყო გიორგი წერეთლის ორმოქმედებიანი კომედია „ჯიბრი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „ჩვენი სიღარიბის მიზეზი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდში გამართული საეკლესიო ყრილობის შესახებ.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება მთელ იმპერიაში გლეხების გათავისუფლების შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის დადგენილების თანახმად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო საფარ ბაღდანის ძე ბაღდანოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.