რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ორგანიზაცია
კლუბების, რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის გამგეობის პრეზიდიუმმა გამოაცხადა, რომ 1920 წლის 15 ივნისიდან გამგეობის წევრები – აპოლ. ბოლქვაძე, ლიუბა კანდესი და სიბირცევი – წევრებად აღარ ირიცხებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივნისს დააპატიმრეს კლიმენტი ბოკერია, რომელიც თავს ასაღებდა საქართველოს ფლოტილიის მექანიკოსად. მან არარსებული მანქანა „ბოლინდური“ როსტომ ყაზბეგს მიჰყიდა 240 000 მანეთად, ასევე ა. აგასოვს მიჰყიდა არარსებული მამოძრავი „ეკონომა“.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 ივნისს აბელ მაყაშვილი „საგანგებო კომისიის“ დადგენილებით დახვრიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს მიხეილ ნაკაშიძემ ომში დახოცილ მეომართა ოჯახების დასახმარებლად 100 000 მანეთის შემოწირულება გაიღო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 13 ივნისს სოფ. ბოძგირეთში (შავშეთი) შეიჭრა „სედაი მილეთის“ მეთაური ხიძით-ბეგი ფაყვაძე (ფაღავა) შეიარაღებულთა თანხლებით, გაიგეს, რომ ადგ. შეძლებული გლეხი ყედემ აღა საიდ აღისშვილი (აღანიძე) მათი მომხრე არ არის და ორი ვაჟი დაუპატიმრეს, რომლებმაც უარი თქვეს „სედაი მილეთის“ ფრონტზე წასვლაზე და გამოსასყიდი მოითხოვეს. სოფელმა 30 ოქროთი გამოისყიდა დაჭერილები. აღანიძე ართვინიდან ბათუმში გაიქცა, რადგან ტყვედ წაყვანას უპირებდნენ და ზარალისთვის ყაჩაღების დასჯას ითხოვს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 12 ივნისს სანიტარული ბიუროს ინსპექტორმა მეუნარგიამ განაცხადა, რომ ქალაქის განაპირა უბნები საშინელ სანიტარულ მდგომარეობაში იყო და თვითმმართველობას საჩქარო ზომების მიღება სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწვიტეს, „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელი კომისიებისთვის ჰონორარი 1920 წლის ივნისის ბოლომდე მიეცათ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 ივნისს ბაქოს „ჩრეზვიჩაიკამ“ 49 კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 26 ივნისამდე ბაქოში დახვრიტეს ქართველი ოფიცრები: პოლკოვნიკი ნიკოლოზ თუმანოვი, გენერალი ა. გ. მაყაშვილი და კორნეტი ა. თოფურიძე, რომელიც საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მსახურობდა ბაქოს „საგრადონაჩალნიკთან“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიის ხარჯებისთვის ავანსად 3 000 მანეთის მიცემის შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის თხოვნა თავისი პირველი წიგნის ჰონორარიდან 5 000 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ 3 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ედილაშვილის წინადადება მისი საინგილოს შესახებ შედგენილი დასურათებული წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ ედილაშვილს ნაშრომის წარდგენა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიის შესადგენად საათში 100 მანეთის მიცემის შესახებ. მისი აზრით, ნაშრომის დასამთავრებლად 28-56 საათი იქნებოდა საჭირო. გამგეობა სახოკიას წინადადებას დაეთანხმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზელთა კავშირის გამგეობასთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის თხოვნა მაღაზიიდან კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 100 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა, იმ პირობით, თუ 50 000 მანეთს საზოგადოებას წინასწარ გადასცემდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივნისს საზოგადოების ბალანსი 4 021 697. 32 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების მაისის შემოსავალი 816 808. 46 მანეთი იყო, გასავალი – 591 989. 54 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელ თითოეულ კომისიას ჰონორარს 2 000 მანეთს უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს კირილე ნინიძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიხეილ შავიშვილისთვის მაისის სრული ჯამაგირის მიცემა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივნისს მხატვრებმა – ევგენი ევგენის ძე ლანსერემ, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ, დიმიტრი შევარდნაძემ, გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა და იოსებ ადოლფის ძე შარლემანმა – დაიწყეს ახალი ფულის ნიშნების პროექტის შედგენა 1, 3, 5, 10, 25, 100, 250 და 500-მანეთიანი კუპიურებისათვის. პროექტში შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ქართული სტილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელი კომისიის წევრად უნდა დანიშნულიყო თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე. მასვე დაევალა კომისიის თავმჯდომარეობა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნ. ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის N69 ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელ კომისიის წევრებად უნდა დანიშნულიყვნენ: თბილისის მესამე გიმნაზიის მასწავლებლები ალ. თ. ლეტცი და ბერიძე, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი ი. ყიფშიძე.

