რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სტამბის გამგე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარედაქციო კომისიის მდივანი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთ „კვალის“ სარედაქციო სამსახურში მუშაობისთვის გიორგი წერეთელმა დუტუ მეგრელს 40 მანეთი შესთავაზა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო უარი უთხრა გიორგი წერეთელს გაზეთ „კვალში“ მუშაობაზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ყოველთვიური 40 მანეთი „კვალის“ რედაქციაში მუშაობის სანაცვლოდ, არასაკმარისი იყო დუტუ მეგრელისა და დედამისის სარჩენად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესიდან დაბრუნებულ დუტუ მეგრელს პეტრე გელეიშვილმა ურჩია, ამიერკავკასიაში გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნაზე შეეტანა განცხადება.
1894
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1894 წელს პეტრე გელეიშვილი კარგად იცნობდა ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს დუტუ მეგრელმა სიკვდილისგან გადარჩენისთვის მადლობის გამოსახატად იაკობ ბარდახს თავისი ნაწერების კრებული მიართვა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს მანგლისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მ. გრინოვმა სასულიერო მთავრობას აცნობა, რომ მანგლისის მხარეს მომუშავე ხალხი ძველ მონასტერთა ნაშთებს აზიანებდა, აღვევდა, ზოგ ადგილას ბინად გადააკეთებდნენ ხოლმე. მღვდელი საგუბერნიო ადმინისტრაციას სთხოვს, მუშებს აუკრძალონ ძველი ნაშთების ნგრევა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ საზოგადოებას ხონის თეატრის მოკლე ისტორია გააცნო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა წარმოდგენა ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ღარიბი ქართველი სტუდენტების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ხორო, რომლის ლოტბარი იყო ზაქარია ფალიაშვილი.