რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს მიხეილ ზაქარიას ძე ავთანდილოვი, ივანე მიხეილის ძე ალიხანოვი, სტეფანე იოსების ძე ანანოვი, ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევი, ნიკოლოზ ვასილის ძე აღღუთინსკი-დოლგორუკოვი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მაისს დუშეთის დრამატულმა წრემ წარმოადგინა „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ ს. ბერიშვილის, ვ. სიდამონიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს შაქრო ტალიკაძის ხელმძღვანელობით ბორჯომის თეატრში კონცერტი უნდა გაემართათ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს: ივანე იოსების ძე გურგენბეკოვი, ისაია მარკოზის ძე დოლუხანოვი, პავლე მარკოზის ძე დოლუხანოვი, ლეონ გიორგის ძე დოლუხანოვი,
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისში შეიკრიბნენ კავკასიის გუბერნატორები თავიანთი გუბერნიების საჭიროებათა განსახილველად. თბილისში იმყოფებოდა ერევნის გუბერნატორი ვ. ფ. ტიზენჰაუზენი, ბაქოდან გენერალი ოდინცევი და თერგის ოლქიდან გენერალი ტოლსტოი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს კაზიმირ ცხომელიძე მუსიკას ასწავლიდა თბილისის პირველ საკვირაო სკოლაში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე სუმბათაშვილმა (იუჟინმა) წაიკითხა ხახანაშვილის მიერ რუსულად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო".
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დაიხურა სომხური გაზეთები „აშხატაორი,“ „ნორ-ორიზონი,“ „კავკასკოე სლოვო“, რომელთა შემადგენლობა და რედაქტორი ვ. ს. ანანოვი თბილისელი სომხებისათვის აჯანყებისა და ამბოხების მოწოდების გამო დააპატიმრეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი" და ვოდევილი „ახირებულია, ანუ ცოლი ორის დღით", რომელშიც მონაწილეობდნენ ვასილ ბალანჩივაძე, დავით ჩარკვიანი და გრიგოლ ანაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 ნოემბერს სახალხო თეატრში ვიქტორ გამყრელიძის რეჟისორობით დაიდგა მელოდრამა „პარიზის ღარიბ-ღატაკნი".
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაიმართა ღონისძიება, რომელზეც, ს. წერეთლის ცნობით, 1500 მანეთი მოგროვდა.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 4 ივლისს წამებით მოკლული შიო ალექსის ძე ჩიტაძე წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 ივლისს ქართულ გიმნაზიის მეზობლად მდებარე შენობიდან ყუმბარა ესროლეს თბილისის პოლიცმეისტერ მარტინოვს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ლ. ჭანტურიშვილს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სურამის საზოგადოებრივი საკრებულოს საზაფხულო სცენაზე შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სტუმარი“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა მისი გადასახადთა ინსპექტორად აყვანის შესახებ.
1887
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1887-1893 წლებში ცნობილი ექიმი იაკობ ბარდახი დაუახლოვდა ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტობას.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1893 წლებში ოდესაში მცხოვრებ ექიმს იაკობ ბარდახს არაერთი ქართველისთვის უმკურნალია.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს შიო მღვიმელი მიშო ყიფიანმა წამოიყვანა თავის სახლში საცხოვრებლად, რადგან მისი ბინა უფრო ახლოს იყო სასწავლებელთან.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლამდე შიო მღვიმელს ფინანსურად ეხმარებოდნენ შიო დავითავიშვილი და მიშო ყიფიანი.