საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88285

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად დავით დვალი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად შოთა გელოვანი და დავით კერესელიძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ხაშურის მუშათა დეპუტატთა საბჭომ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ივანე ბასილაშვილი წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას დაესწრო 30 წევრი და 19 კანდიდატი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ქართველ ებრაელთა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად მოსე დავარაშვილი წარადგინა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 28 მარტს თბილისის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში ხეჩატურ აბგარიანცის კონცერტი იყო დაგეგმილი.

1872

ტიპი: ნასამართლეობა

1872 წლის 8 იანვარს თბილისის სასამართლო პალატამ უდანაშაულოდ ცნო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები, ეფრემ ჩხიკვიშვილი და ლუარსაბ ჩანტლაძე.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორ პავლე ჩუდეცკიზე თავდასხმის გამო 3 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 დეკემბერს თბილისის სემინარიაში რევიზიის ჩასატარებლად პეტერბურგიდან სამოსწავლო კომიტეტის წევრი კერსკი ჩამოვიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მეუღლე მარიამ მანჟელეი საქართველოს ეგზარქოსის პავლე ლებედევის საყვარელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. შალვა ქარუმიძის შეკითხვა მთავრობისადმი აგიტაციის შესახებ, რომელსაც ზოგიერთი რუსული გაზეთი ახორციელებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ 2. რაფიელ ივანიცკის შეკითხვა მთავრობისადმი ქრისტიანი ინგილოების მდგომარეობის შესახებ. 3. რადიკალ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი უცხო ხალხის მასიური შემოხიზვნის შესახებ. 4. სამანდატო კომისიის მოხსენება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ, გადაეცა საფინანსო კომისიას.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში ლ. ღოღობერიძე ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ მთავრობის განცხადება იყო გადადგომის შესახებ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს დეკანოზი პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიიდან გამოგდებული სილიბისტრო ჯიბლაძე სასწავლებლის კიბეზე რექტორ პავლე ჩუდეცკის შეხვდა, სილა გაარტყა და კიბეზე დააგორა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის მაისში სემინარიიდან გარიცხულმა მესამე კლასის მოსწავლემ იოსებ ლაღიევმა სასწავლებლის რექტორი ჩუდეცკი მოკლა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ალექსი გოგოხია საქართველოში სხვისი პასპორტით ჩამოვიდა და რევოლუციური წიგნები ჩამოიტანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი თამბაქოს წესდების შესახებ.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი 1866 წლის 2 იანვარს სამეგრელოში დაიბადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით ონიაშვილი) მუხლობრივად განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონის საბოლოო ტექსტი სამხედრო სამსახურში დატოვებისა და 1896-1899 წლებში დაბადებულთა ჯარში გაწვევის შესახებ.