საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89240

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 15 მარტს ფედერალისტებმა გორის მაზრის უფროსი გუგუშვილი მოკლეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ყვირილის ხაზინიდან გატაცებული ფულით სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანმა საზღვარგარეთ იარაღი შეიძინა, მაგრამ იარაღმა საქართველოში ვერ ჩამოაღწია, გემი რუმინეთის მახლობლად ჩაიძირა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში ალექსანდრე თევდორეს ძე მიასნიკოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს პორფილე პაიჭაძემ შორაპნის მაზრაში გაფანტული ყოფილი რაზმელები შეაგროვა და ისევ ერთ გუნდად გააერთიანა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის 28 აგვისტოს მატარებლის სადგურში პორფილე პაიჭაძე დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში ფილიპე მახარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში მამია ორახელაშვილი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10-13 დეკემბერს სერგო ორჯონიკიძე ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მის რაზმს სათავეში პორფილე პაიჭაძე ჩაუდგა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის აგვისტოში დაჭერილი პორფილე პაიჭაძის სასამართლო 5 წელი გაგრძელდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გურიაში ყაჩაღების დასაჭერად ვალოდია გოგუაძე გაგზავნეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს თბილისში იოსებ ჯუღაშვილი ჩამოვიდა და დეპოში მიტინგი გამართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის დამთავრების კანონის შესახებ მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დამფუძნებელი კრების კომისიის წევრად წარადგინა იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საბჭოს ყოფილი წევრის, ივანე ვერაზაშვილის ნაცვლად პარლამენტის წევრად დაინიშნა ივანე თევზაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: მარიანე ბასილაია, შალვა ჭოჭუა, მიხეილ ბერულავა, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია თევზაძე, მიხეილ ჭანიშვილი, ივანე ბახტაძე, მარიამ ჩხეიძე, ივანე ლორთქიფანიძე და გედეონ პაპუაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნის შესახებ კანონის 31 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე. ხელს აწერს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით მოიწვიეს სომეხთა ეროვნული კომიტეტი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით, საბჭოს სახელით გამოიცა მოწოდება ქართველი ერისადმი.