საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის უსათაურო ლექსი „ვარდისფერ ტუჩებს გიკოცნის სიო“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, კარაპეტ მხითაროვმა, საქო ლოტუევმა და ზაალ ყულიჯანოვმა ნაბახტევის საზოგადოებას მოტყუებუთ, პოლიციის სახელით ქათმები და ყველი გამოართვეს, რის გამოც დეკანოზოვმა ისინი დაიჭირა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ყასუმოვმა ბორანი შეაკეთა.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, შილდოვსკისამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1878

ტიპი: ავტორობა

187 წლის 28 ივნისის „დროებაში“ შილდოვსკისას წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძე თბილისის ხელოსანთა უფროსი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძეს ხელოსნები უსაფუძვლო ჯარიმების დაწერაში ადანაშაულებდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, „კავკაზში“ პალბანის წიგნი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, პალბანი ინჟინერი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, აფ. ყასუმოვი განათების მოიჯადრე იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დავიდოვი გორის ხელოსანთა ხელმძღვანელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივნისის „დროებაში“ გრიგოლ დავიდოვის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ნაბახტევის მამასახლისის, ივანე პაპუაშვილის განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ ვანო მაისურაძე, ზაქარია ნოზაძე, გაბო მჭედლიძე, დათო ფაფაკვერაშვილი, გაბო მაისურაძე.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, სენატორი სტარიცკი თბილისში დაბრუნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა, ზაქარია ჯორჯაძის მოსაზრება კავკასიაში აქციზის შემოღების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავძე წლის ბოლოს აპირებდა ახალი ჟურნალის ერთი ნომერი გამოეცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „დუხაბორებიდან“ დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბოტანიკური ბაღის დირექტორ ადოლფ როლოვს ნება დართო მებაღეობის პრაქტიკულად შესასწავლად ხუთი კაცით მეტი მიეღო.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თიანეთის მაზრის უფროსი ნ. ზ. ჩოლოყაშვილი სამსახურიდან წავიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საფინანსო კომისიამ თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ალფონს რობიმ მამა დავითის გორაზე შეძენილი ადგილები დაყო და 117 ადამიანზე 131 836 მანეთად გაყიდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ფოთის ქალქის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნიკოლაძემ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს წარუდგინა წინადადება 818 მანეთის სამოქალაქო საქმეთა საკრებულოს კანცელარიის შენახვის საკითხთან დაკავშირებით.