რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ თბილისის ზოგიერთი მომრიგებელი მოსამართლისა და სასამართლოს გამომძიებელთა კამერები დაათვალიერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 დეკემბერს განათლების სამინისტრომ მამა-დავითის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, ხსენებულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად დანიშნული იყო ნინო გრიგორის ასული ბარათაშვილი 1919 წლის 1-ლი დეკემბრიდან. ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანებით, 1-ლი დეკემბრიდან მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ანტონ ივანეს ძე დენიკინის მეუღლე იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გასულ საღამოს ჩაის დასალევად იყო წასული გენერალ ანტონ დენიკინის წარმომადგენლებთან ერთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში სახელმწიფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო და „აბესალომ და ეთერის“ 25-ე დადგმა წარმოედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ციციანოვის ქუჩაზე მცხოვრებ დარია მგალობლიშვილს მილიციის ფორმაში გამოწყობილმა ოთხმა უცნობმა სახლიდან 51000 მანეთი გამოსძალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა კოტე ყიფიანისთვის პენსიის დანიშვნაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში დაიღუპა გაზეთ „საქართველოს რუსპუბლიკის“ თანამშრომელი ა. ქავთარაძე. ის სწრაფად მიმავალ ტრამვაის შეახტა, მაგრამ ვაგონში შესვლა ვერ მოახერხა და ბოძს დაეჯახა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს რეიმ საქართველო დატოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ზ. ნანეიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნის გამო თანამდებობიდან გადადგა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გვარდიელებს მიჰყავდათ ტუსაღები: ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი, ი. ჩილიკაძე და გრ. ტერ-სარქისოვი. მათ გაქცევა სცადეს და გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში დაჭრილი ტუსაღი გრ. ტერ-სარქისოვი გაქცევის მცდელობის დროს შეიპყრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მუშებისთვის სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობითა და ამალია ლევიცკაიას, ივანე სარაჯიშვილისა და თარხან-მოურავის მონაწილეობით ოპერა „ტრავიატა“ უნდა წარმოედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი. N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.

