რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოთის განყოფილების გამგეობის თხოვნა სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ ღვარდიის (რაჭა) ახლად დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მე-19 საუკუნის ლიტერატურის მიმოხილვის ჰონორარის ანგარიშში ავანსად მიეღო 1500 მანეთი. გამგეობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ივლისში ლევან ქართველიშვილი სიღნაღის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 2 ივლისს ქუთაისს რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს შემდეგმა მოსწავლეებმა: დავით შავდიამ, ევლამპი შახიძემ, გერვასი იაკობაშვილმა, სავლე იაკობაშვილმა, ბესარიონ მასხარაშვილმა, პანტელეიმონ გოგატაძემ, დავით თუთბერიძემ, მიხეილ აღაშვილმა, ალექსანდრე ანთიძემ, იოსებ ბერიშვილმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში საქართველოს კოოპერატიული ბანკის დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა ნოე ხომერიკი, განიხილა წესდება და ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში აჯამეთსა და რიონს შუა მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. საქმის გამოსაძიებლად იმ დღესვე გაემგზავრა კომისია გზათა დეპარტამენტის დირექტორ ჭიჭინაძის თავმჯდომარეობით. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიანდაგი განზრახ იყო აყრილი. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით რკინიგზის სამი თანამშრომელი დააკავეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ ივლისს სიონის ტაძარში კირიონ კათალიკოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის ივლისში პასტეროვისა და პლეხანოვის ქუჩის კუთხეში ინგლისელმა ჯარისკაცებმა მოკლეს მეშვიდეკლასელი დანიელ ნარსია.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის ივლისში მილიციელმა ალ. ზოლოტუხინმა აზოვოდის ბანკის ბინაზე რევოლვერით თავი მოიკლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში დამფუძნებელმა კრებამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წამსვლელთათვის 2 000 000 მანეთი გამოყო. სტიპენდიის განაწილების წესის შესამუშავებლად განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი კრების კომისიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ახალშენში მდებარე მ. მიქიაშვილის ბინაში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ მუქარით წაიღეს 1 000 მანეთის ნივთები.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის ივლისში ეგზარქოსის მოედნიდან ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს სიღნაღის მკვიდრი არშაკ აკოპოვი – მდიდარი და ცნობილი ადამიანი.

