რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ შემდეგი პირებისთვის: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის (ბრაუნინგი N237000), საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის (ბრაუნინგი N335587), გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის (ბრაუნინგი N208827), რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველისა (ბრაუნინგი N6540) და გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის (ბრაუნინგი N350855). ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 20 თებერვალს ციმბირში გადასახლებაში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 20 თებერვალს რკინიგზის საავადმყოფოში სახადით გარდაიცვალა თბილისის საქონლის სადგურის წითელგვარდიელი იონა იოსების ძე რამიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს სოფ. ბაზალეთში ჩატარდა მიტინგი, სადაც მენშევიკების მხრიდან გამოდიოდა ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებისა – თედო შუშიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 თებერვალს ბორჯომის რაიონის გლეხთა საბჭოს რეორგანიზაცია განხორციელდა. მუდმივ თავმჯდომარედ ისევ კოლია შახნაზაროვი აირჩიეს, მდივნად – ვასო ატოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს ბახვში ოზურგეთის დროებითმა სამხედრო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა განიხილა ეკლესიის გაძარცვის საქმე. ბრალს სდებენ გიორგი მ. ქიქოძეს, იაგორ გარაყანიძეს, მათე მელუას, ანტონ ქიქოძეს. აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ძალად მოახვიეს ეკლესიის საქმე, ამიტომ გაათავისუფლეს. კომისიები ხელახლა უნდა დაინიშნოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების თავმჯდომარედ აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი დანიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ფინანსური უწყების წარმომადგენლად მ. ა. ბუნიატიანი დანიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ვაჭრობისა და მრეწველობის უწყების წარმომადგენლად ლ. ს. ქიქოძე დანიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს დელეგაციის წევრებად დანიშნა: ა. ბაბახანიანი, გოგიჩაიშვილი, ყიფშიძე და რასულ-ზადე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმსა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს საქმეთა მმართველად მ. გ. თუმანოვი დაინიშნა, ხოლო მის თანაშემწეებად – რ. ს. მიქელაძე და გ. ა. ნანეიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თავმჯდომარის პირად მდივნებად ა. პ. ქუთათელაძე და იოსებ გოგოლაშვილი დანიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მეურნეობის გამგედ ლ. ა. შოტნიევი დანიშნა. შოტნიევთან ერთად მასთან მომსახურე პირებიც დაინიშნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს განათლების სექციამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სალმან ლორთქიფანიძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ტრეიმანი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ა. ა. ენფიაჯიანცი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ყორღანოვი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.