საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 იანვარს გამართულ ჯურუყვეთის (გურია) სოფლის მუშათა საბჭოს წევრთა კრებაზე აირჩიეს საადგილმამულო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. გოგუა, ნ. ანთაძე, მ. დობორჯგინიძე, ბ. გოგიჩაიშვილი, დ. კვაჭაძე, ს. აფხაზავა, ყ. ტუღუში.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავაკასიის ბანკის აქციონერთა 1918 წლის 14 იანვრის საგანგებო კრების დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხატისოვის ნებართვით ამიერკავკასიის ბანკმა ძირითადი კაპიტალი 3 000 000-დან 6 000 000 რუბლამდე გაზარდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 იანვარს ჯულფის მატერიალური საწყობის მეარტელეებმა, საწყობის გამგეებმა – ფ. გალნიუშკინმა, ა. პოლიასნიკოვმა, პ. დავიდენკომ და ა. აგასანდიანცმა პატაკი (N79) ჩააბარეს ჯულფა-ბაქოს სამხედრო გზის სამუშაოების უფროსს, ინჟინერ ტრესკინსკის (ასლი გაუგზავნეს არტელის რწმუნებულ გ. პლუჟნიკოვს), რომელშიც ნათქვამია, რომ ჯულფის საწყობში შევიდა მუსულიმანური ჯარი, რომელმაც დაიკავა სურსათის განყოფილება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 იანვარს გადაბეის მადნეულის გადამდნობი ქარხნის დირექტორი ა. გ. ერნი კავკასიის რაიონის ქარხნების კრებაზე კავკასიის რაიონში ქარხნებზე თავდასხმის საშიშროების გამო ქარხნის მუშებისთვის იარაღის დარიგებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ყარსის სადგურის ყოფილ უფროს ვლადიმერ ტატიევს ტვირთის დანაკლისის და გაფუჭების, აქტების არასწორად შედგენის, ბარგის უქვითროდ გაცემის და სხვათა გამო, რომლებიც მას ირიბად ეხებოდა, ჰქონდა დანაკლისები და მის მიმართ იყო პრეტენზიები, ამიტომ კომერციულმა სამსახურმა დაუკავა 433 მან. 08 კაპ. ამ საქციელს ყარსზე მუშაობის მძიმე პირობებით ხსნიან და რადგან ტატიევი გაჭირვებულია, 1918 წლის 12 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველო რკინიგზის კომისარს მისთვის თანხის დაბრუნებას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 იანვარს გზების უფროსმა ამიერკავკასიის კომისარიატთან არსებულ გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარს მისწერა, რომ ნაფიცი ვექილის ამირხანოვის თხოვნის მიუხედავად, ყაჩაღთა თავდასხმის საშიშროების გამო, არარატის სადგურის სოფელ დავალუში გადატანა ტექნიკური პრობლემების გამო შეუძლებელი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა სამხედრო კავშირგაბმულობის უფროსს რკინიგზით ფოსტის გადაზიდვის მე-8 განყოფილების უფროსის ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სთხოვა, მისთვის შეეტყობინებინათ მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ფოსტის მიტანის რა საშუალებას დააწესებდნენ. გზათა სამინისტროს კომისრის ნაცვლად ხელი ინჟინერმა მ. სავიცკიმ მოაწერა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 მაისს მოქალაქე მოზჟუხინმა თბილისის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საშემსრულებლო კომიტეტის სახელით მიიღო წერილი, ორშაბათს, 13 მაისს, 12 საათზე, ოკონიას საქმეზე გამოცხადებულიყო სამუშაო სექციაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს ოკუნევის ხელმოწერით დეპეშა გაეგზავნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს, იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ალექსანდროპოლამდე (ახლ. გიუმრი), სარიყამიშსა და ჯულფამდე ყველა მოსამსახურეს კომისარიატის დადგენილების თანახმად, საევაკუაციო დახმარება უწყდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რიმსიმე მარტიას ძე აბრამიანი, რომელსაც თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს იოსებ ნადირაძე რაჭის რწმუნებულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს ივანე საყვარელიძე შორაპნის მაზრაში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს რაჟდენ გამსახურდია სენაკში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს სოსიპატრე ასათიანი ლეჩხუმში მსაჯულად დაინიშნა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ რკინიგზის შემოსავლების გასაზრდელად უბილეთო მგზავრების, ვაგონებით ბარგისა და პროდუქტების უფასოდ გადატანის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იყო საჭირო. მატარებლების შემოწმებისას მათ წინააღმდეგობას საფოსტო ვაგონების ზოგიერთი წევრი უწევდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ საფოსტო ვაგონების შემოწმებისას გასატანად აკრძალულ პროდუქტებსაც ხვდებოდნენ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ვაგონების შემოწმება. ცნობილაძემ ითხოვა, მისთვის N19 საფოსტო ვაგონების შემოწმების გზა ეჩვენებინათ. დეპეშა ჩეკულაევამ დაბეჭდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მცხოვრებთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პირები: გ. ვ. ისრაელიანცი, ს. რ. მელქუმოვი, ს. მ. კასიმოვი, ბ. ი. პირუმოვი, ე. ნ. ტერ-მიქაელიანი, ანდრიას-ბეგ სერებრიაკოვი, პ. ნ. ტერ-ნერსესოვი, ნ. გ. ხოჯაევა, ი. გ. მურადოვი.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: სამსონ სამხარაძე, აკაკი სვანიძე, ბორის სიხარულიძე, გედეონ ტყაბლაძე, დავით ფიჩხაძე, ისააკ ფაბიცკი, აკაკი შავგულიძე, შაბათა ციციაშვილი, გრიგოლ ჭირაქაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში სწავლობდნენ: იაკობ მაწონაშვილი, ვლადიმერ მიხაილოვი, გიორგი მოდებაძე, სერგო ოდიშარია, მიხეილ როსტომიანცი.