საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივლისს მიიღეს ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის კანონის – შტატგარეშე (სალიკვიდაციო) გასამრჯელოს შესახებ – შესრულების შესახებ. ხელს აწერს შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე, ადასტურებს სამინისტროს საქმეთა მმართველი ილია გოლდმანი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ზაფხულში ცნობილი მოღვაწე, ქართველი მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, რომელიც ბათუმის აღების დროს ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბოლში გადაასახლეს, თბილისში ჩამოვიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს განათლების მინისტრმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ სომეხთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის, ტიგრანიანის პროტესტი ყოფილი სამოსწავლო ოლქის ლიკვიდაციის წესის წინააღმდეგ უკვე გაუგზავნა და ახლა უგზავნის ისეთივე პროტესტს აზერბაიჯანის რესპ. წარმომადგენლის გამიდ-ბეკ შახტახტინსკისას. სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაცია უკვე ხორციელდება კომისარ იშკოვის ხელმძღვანელობით, რომელსაც წინადადება მიეცა, აზერბაიჯანის საქმეები აზერბაიჯანის კანონიერ რწმუნებულს გადასცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იაკობ სოლომონის ძე ღულაძე სკოლების გაეროვნულების საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირის გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად აირჩიეს ივანე გობეჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საფინანსო კომისიის წევრად აირჩიეს ილია კაკაბაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მუშათა კომისიის წევრად ლეო შენგელიას ნაცვლად ვასილ ბარბაქაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად ივანე ჩერგეზიშვილის ნაცვლად ნიკოლოზ ჩიგოგიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად ნიკო ნიკოლაძის ნაცვლად ალექსანდრე ასათიანი აიჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ჯანმრთელობის კომისიის წევრად დიმიტრი ჯავახიშვილის ნაცვლად ვასილ წერეთელი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად დიმიტრი ჯავახიშვილის ნაცვლად ალექსანდრე ასათიანი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის განცხადება: 1. მთავრობას დაევალა საერობო არჩევნების დროებით გადადება 2. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიას დაევალა შესწორების შეტანა ამიერკავკასიის კომისიის მიერ დამტკიცებულ დებულებაში, რომელიც ეხება საერობო დადგენილებებს ამიერკავკასიაში და სასოფლო, სამაზრო და საგუბერნიო საერობო ხმოსნების არჩევას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მთავრობის წინადადება დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომლითაც მთავრობას მიენიჭებოდა უფლება იმ დაწესებულებათა ლიკვიდაციისა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს, რუსეთისა და ამიერკავკასიის საერთო დაწესებულებების სახელით ფუნქციონირებდნენ. ეს წინადადება იურიდიულ კომისიას გადაეცა განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დასამტკიცებელ კანონპროექტთა სია: 1. კანონპროექტი გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემის შესახებ შავი ზღვის სანაპირო ზოლის სალიკვიდაციო ხარჯების გასასწორებლად, 2. კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ, 3. კანონპროექტი ამიერკავკასიის დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინისტროს უწყებაში გადაცემის შესახებ, 4. კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდიდან გაწეული ხარჯის დამტკიცებისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ, 5. კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ კონტრრევოლუციის, სპეკულაციისა და მძარცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად, 6. კანონპროექტი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირების გაზრდის შესახებ, 7. კანონპროექტი საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატების გადახედვის შესახებ, 8. კანონპროექტი სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონი გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემის შესახებ შავი ზღვის სანაპირო ზოლის სალიკვიდაციო ხარჯების გასასწორებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონი ამიერკავკასიის დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინისტროს უწყებაში გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონი ათმილიონიანი ფონდიდან კრედიტის განაწილების დამტკიცებისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირების გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატების გადახედვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი სასოფლო მილიციის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭის ბოლშევიკების კომიტეტმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისგან წერილი მიიღო, რომლითაც ის აფრთხილებდა კომიტეტს არ გამოსულიყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 25 ივლისის ღამეს შეიპყრეს შავრაზმელები: მ. პოპოვი, სერგო გოროდცევი, მისიონერი პლატონოვი.