რეგისტრირებული ფაქტები88112
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, რომელზეც აირჩიეს: ლევან დადეშქელიანი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ვალერიან ჯუღელი, ვლასა მგელაძე, კონსტანტინე ქარცივაძე და ალექსანდრე დგებუაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს მინადორა ტოროშელიძე, სტრელკოვსკი, კ. გვარჯალაძე, ი.სალაყაია, ვლ. ემუხვარი, ცინცაძე, კიღურაძე, ილ. ფირცხალაიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს: ლევაშკევიჩი, ს. ფარნიევი, ბერიშვილი, მოისეენკო, კ. კანდელაკი, გრ. ურატაძე, ა. ჩიკავა, კოვალიოვი, ბ. პირუმოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონი საობლო სასამართლოს გაუქმების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სიკვდილით დასჯის კანონპროექტი შეიტანეს დღის წესრიგში განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სიღნაღის მაზრის რწმუნებულის, მოსე ვარამაშვილისთვის შეიარაღების გამოყოფის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, დავით ჩიქოვანი, გრიგოლ ნათაძე, აკაკაი ჩხენკელი, ალექსანდრე ლომთათიძე, კოტე აფხაზი, შალვა მიქელაძე, მიხეილ მაჩაბელი, რევაზ გაბაშვილი, იოსებ მაჭავარიანი, მიხეილ საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მან. გადადების საკითხი. დაადგინეს: გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან ამ თანხის კრედიტი საინგილოს სკოლების ხარჯთა დასაფარად 1918 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოსწავლის – მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა ფულადი დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათ დასახმარებლად 450 მანეთი გადაედო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 თებერვალს მარგალიტა გიგინეიშვილი დამტკიცდა არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ ნიკოლაიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქონებათა, საფინანსო და სასკოლო სექციებს დაევალათ შუამდგომლობის მომზადება ამიერკავკასიის კომისარიატთან გიმნაზიის დახმარების თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა გიორგი ლასხიშვილის გადაწყვეტილებით გადაიდო 7 თებერვლისათვის, ვინაიდან სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების ფრაქციამ პარტიული კონფერენციის გამო, ვერ მოახერხა სხდომაზე დასწრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ იგი წავიდოდა გორის მაზრაში, იქ გამეფებული ანარქიის გამო. გუბერნიის კომისარმა შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოითხოვა მაზრაში ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის დანიშვნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, კოტე აფხაზი, შალვა ამირეჯიბი, იოსებ გედევანიშვილი, კოტე მაყაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, იესე ბარათაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, რევაზ გაბაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

