რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სარწმუნოების კომისიის შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ალექსანდრე წერეთელი, რაფიელ ივანიცკი და მიხეილ მაჩაბელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო დაწესებულებათა გაუქმების ან რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტი გადაეცა შრომისა და იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, მამულებზე ნასყიდობის ან საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონი გადაეცა აგრარულ და იურიდიულ კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, სახალხო გვარდიის შედგენის კანონი სამხედრო კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ წაიკითხა და დასამტკიცებლად წარადგინა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობას. წინადადება ერთხმად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გერონტი ქიქოძემ წაიკითხა ნაციონალ-დემოკრატების პროექტი, რომლის თანახმად მთავრობის სამხედრო, აგრარული და ფინანსური პოლიტიკა საფრხეს უქმნიდა ქვეყანას. საბჭო საჭიროდ თვლის მთავრობის ორგანიზებას კოალიციური პლატფორმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივ და სოციალისტურ ელემენტებს შორის პარიტეტის პრინციპით. აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა საბჭოს მიერ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მიწოდების კომისიის თავმჯდომარეს გ. თოფურიას ბათუმში მყოფი ჩინელი მუშების ანაზღაურების გარეშე გათავისუფლების საკითხის განხილვა დაავალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნულ საბჭოს მთავრობის სამოქმედო დეკლარაცია გააცნო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა წაიკითხა მთავრობის დეკლარაცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდაბ ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ გამოაცხადა დღის წესრიგი: 1. საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება, 2. მთავრობის დეკლარაცია, 3. სარწმუნოების კომისიის არჩევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, პრეზიდიუმის წარმომადგენლებმა იესე ბარათაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა წარადგინეს წინადადება საბიბლიოთეკო კომისიის არჩევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მთავრობის დეკლარაციის განხილვის დროს გაიმართა კამათი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: სამსონ ფირცხალავა, კონსტანტინე აფხაზი, დავით ჩიქოვანი, ნოე რამიშვილი, იოსებ გობეჩია, გიორგი ჟურული, გრიგოლ ვეშაპელი, ირაკლი წერეთელი, ნოე ხომერიკი და მიხეილ მაჩაბელი. ეროვნული საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა დეკლარაციის განხილვის 16 ივნისისთვის გადადება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ივნისს ტერ-პეტროსოვს, საერთაშორისო ბანკის დირექტორს, შრომის სამინისტრო იწვევს საქმეზე, რომელის მას ეხებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 ივნისს კავკასიის ოლქის გზათა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ტექნიკოს ვასილ ზაკალინსკის სოხუმი-ახალი სენაკისა და საპატრულო გზის საქმეთა საგამოძიებო-სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში ყოფნის შესახებ (ცნობა: ინჟინერ სერგეი მორდვინოვის 7 ივნისის დეპეშა N70). ფაქტი ხელმოწერით ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა და იაკობ პეტრენკომ დაამოწმეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის ბრძანებით: ა) საქართველოს ყველა ტიპის ჯარში უნდა აღდგეს სამხედრო მისალმება, როგორც სამსახურის დროს, ისე სამსახურის გარეთ. ხარისხითა და წოდებით უფროსი მოვალეა პირველი მიესალმოს. ბ) იგივე წესი ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიწა-წყალზე იქნებიან და სამხედრო ფორმას ატარებენ. გ) სამხედრო მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი ქუდამდე უნდა მიიტანონ.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 12 ივნისის მოხსენება მინისტრთა საბჭოს თბილისის ქართული გიმნაზიისთვის დახმარების – 18 893 მან. 54 კაპ. გამოყოფის შესახებ. გამგე კომიტეტი თბილისის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების შესანახად ქართ-კახეთის თავადაზნაურობისგან ყოველწლიურად იღებდა 85 000 მანეთს. შეცვლილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეს სუბსიდია 1-ლი იანვრიდან მოესპო და კომიტეტს სჭირდება თანხები თანამშრომელთა ივნისისა და ივლისის ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში მოსამზადებელ განყოფილებაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანის მისამართი თბილისში იყო: მოსკოვის ქუჩა N 19, ჯაფარიძის ბინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ქართულ სკოლებში მასწავლებლად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი გვაზავა, სერგო ჯაფარიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაურმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა დაიცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სისტემას იმ მხრივ მიანიჭეს, რომ ის სპობდა მთავრობის კრიზისებს, რაც ასუსტებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ერთხელ არჩეული მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლად მუშაობდა და დამოკიდებული არ იყო ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.

