რეგისტრირებული ფაქტები88112
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სიღნაღისათვის თავდასაცავად შეიარაღების გამოყოფის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ერევნის განყოფილების თავმჯდომარის, დეკანოზ იაკობ ფხაკაძის განცხადება ამ განყოფილების (12.08.1918 წ.) დახურვის შესახებ. ფხაკაძემ თან წარმოადგინა სახელმწიფო ბანკის გადასაგზავნი (თარგმანი) ბილეთი 2803 მანეთი და 66 კაპიკი 361/269635 N413.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძეს მამულების მოურავ პეტრე მამრაძესთან ერთად დაევალა ქუთაისში გამგზავრება იმერეთის თავადაზნაურობის ქონების მისაღებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბუღალტერს, კონსტანტინე შათირიშვილს გაეზარდა ანაზღაურება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სექციის კანცლერის მოხელეს, ირაკლი თაზიშვილს ხელფასი 3000-დან 3600 მანეთამდე გაუზარდეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მდივნის თანაშემწე ბარნაბა გამსახურდია, ინსტრუქტორი დიმიტრი ფალავანდიშვილი, მიწისმზომელი გიორგი კოკაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი კოკაშვილს დაევალა გაცემული სესხების გამო სასამართლოში დაწყებული საქმეების წარმოება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით კომისიის მდივანი, დავით ვაჩნაძე დატოვეს ქონებათა სექციის მოსამსახურედ, როგორც საადგილმამულო კომისიის საქმეთა ლიკვიდაციის საერთო ხელმძღვანელი და ხელფასი გაუზარდეს 6600 მანეთამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბარნაბა გამსახურდიას დაევალა კომისიის ლიკვიდაციის საქმეებში დახმარება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სამეურნეო სექციის გამგეს ეთხოვა დაეკმაყოფილებინა დიმიტრი ფალავანდიშვილის თხოვნა მის უწყებაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ირაკლი ამირეჯიბის მოთხოვნა, სამხედრო-სამუშაო რაზმის შედგენისათვის თანხის გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დაწესდა გამგის ამხანაგის თანამდებობა და თანამდებობაზე დაინიშნა რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომის დადგენილებით რესტორანის "პარიზი" ტერიტორია დაეთმო მსახიობთა კავშირს, მხოლოდ იმ პირობით, თუ წლიური ქირას თავიდანვე გადაიხდიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. კრებაზე მოისმინეს მსახიობთა კავშირის გამგეობის შუამდგომლობა, რესტორან "პარიზის" მათთვის გადაცემის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი გვაზავა, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე, სხდომის მდივანი ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი, საადგილმამულო კომისიის მდივანი დავით ვაჩნაძე, მამულების მოურავი პეტრე მამრაძე. კრების დადგენილებით, სამხედრო-სამუშაო რაზმის შედგენა უნდა შეეთანხმებინათ სამხედრო სექციისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. კრებაზე ისაუბრეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თანამშრომელთა გაფიცვის შესახებ და გადაწყვიტეს, რომ ეროვნული საბჭოსთვის წარედგინათ წინადადება ბანკის რწმუნებულთა საგანგებო საზოგადო კრების მოწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. კრებამ დაამტკიცა 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა და წარუდგინა იგი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს აღმასრულებელმა კომიტეტმა საფინანსო სექციას წერილი გაუგზავნა მემედ აბაშიძისთვის ყოველთვიურად 500 მანეთის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს აღმასრულებელმა კომიტეტმა საფინანსო სექციას წერილი გაუგზავნა, ქონებათა სექციის საქმის მწარმოებლის, ილია ზურაბიშვილისთვის ყოველთვიურად 550 მანეთის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას შედგენილი 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა და დაწვრილებით განიხილეს შემოსავალ-გასავლის მუხლები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს ღარიბ მოწაფეთა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ საბჭოს მოხალისეთა რაზმის შექმნის შესახებ. ხელს აწერს კონსტანტინე მაღალაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას, იარაღის ქართველი მაჰმადიანებისთვის გადაცემის შესახებ. ხელს აწერს დავით ნახუცრიშვილი.

