რეგისტრირებული ფაქტები3033
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 15 თებერვალს მიხეილის საავადმყოფოში იაგორ მელქოს ძე გრიქუროვი ექიმად დასაქმდა. 22 თებერვალს კარბოლის მჟავით თავი მოიწამლა და გარდაიცვალა. პოლიციამ გამოიძია, რომ თურმე იაგორი იქამდე ღვინის სარდაფში მუშაობდა. 15 თებერვალს სარდაფის მფლობელმა წლიური ანგარიში მოითხოვა, იაგორს დააკლდა 750 მანეთი, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს. ვარაუდობენ, რომ თავიც ამ გარემოების გამო მოიკლა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში გარდაიცვალა დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი. მას დაკრძალავდნენ 17 ნოემბერს სოფელ ახტალაში, საგვარეულო სამარხში.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „Новое Обозрение-ში“ დაბეჭდილი ახალი ამბავი, რომ თბილისის მიხეილის სამკურნალოში ცხენის სენით ქოთოთი გარდაიცვალა ამიერკავკასიის გზის მოხელე დ. კაჟინსკი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 9 მარტს დაკრძალეს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლე კოსტა ყაზარაშვილი. დაკრძალვაზე გარდაცვლილს პატივი მიაგეს და სიტყვით გამოვიდნენ სომეხი, რუსი და ქართველი მოსწავლე-მასწავლებლები.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, 1888 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა გლეხი გიგო დუდაშვილი.
1887
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 27 იანვარს კავკავის სოფელ ხუმელაგაში მცხოვრები ქალი ფაფო ქუძიევი ნავთით დაიწვა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, პეტერბურგის გაზეთების ცნობით, გარდაიცვალა მომღერალი ანა ბიჩურინა, რომელიც საქართველში დაიბადა და თბილისის დედათა ინსტიტუტში აღიზარდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 12 თებერვალს რაჭის მაზრაში მცხოვრები გლეხის შვილი ბასილ მაისურაძე მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს პირველის მეუღლისა და მეორის დედის ქეთევან ივანეს ასული თარხან-მოურავის გარდაცვალებას.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გარდაიცვალა ანნა იოსების ასული ბუდაღოვისა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბებიაქალი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 თებერვალს ადიდებულმა მტკვარმა მეტივე ზაქარა ხუციშვილი გაიტაცა ტივთან ერთად, სამწუხაროდ ის ტივის დამორჩილების დროს დაეცა, საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ სტუდენტ იუნკერს, შალვა (შალიკო) ილარიონის ძე დარახველიძეს გამოასვენებდნენ სამხედრო ჰოსპიტლიდან 16 საათზე და დაკრძალავდნენ სოფელ ღვიარაში (რაჭა).
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში გარდაიცვალა სტუდენტი, იუნკერი შალვა (შალიკო) ილარიონის ძე დარახველიძე.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისის სათემო სადარაჯოს უფროსი ზურაბ დევდარიანი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 26 თებერვალს სამსახურიდან გამოსვლის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯარისკაცი ივანოვი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში გარდაიცვალა ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ამიერკავკასიის ბანკის გამგეობა, აღმასრულებელი კომიტეტი და მოსამსახურეები იუწყებოდნენ, რომ ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძეს გამოასვენებდნენ 15 იანვარს, 13 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან და დაკრძალავდნენ კუკიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში თბილისში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის პირველი გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოწაფე გიორგი (გელია) პეტრეს ძე უზნაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქართული კლუბის მოსამსახურე ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე.

