საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3033

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართული კლუბი იუწყებოდა, რომ მათ მოსამსახურეს, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძეს დაკრძალავდნენ 15 იანვარს წმინდა ნინოს სასაფლაოზე, გამოასვენებდნენ ჭავჭავაძის ქუჩა N 20-დან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ქალაქ ზესტაფონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის წევრი შავი სახადით გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში მეთერთმეტე ათასეულის უფროსი, პოლკოვნიკი ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელი ქ. ახალქალაქში ტრაგიკულად დაიღუპა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს თელავში გარდაიცვალა დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე. მის დაკრძალვას სოფ. ურიათუბანში დაესწრო თელავის მაზრის სამღვდელოება, ასევე თავადაზნაურობა და გლეხები.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის იანვარში გარდაიცვალა პოლკოვნიკი, თავადი მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის იანვარში გარდაიცვალა მეშვიდე კლასის მოსწავლე გოგუცა (მარიამ) ალექსანდრეს ასული ერისთავი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული რეიტერი და დაკრძალეს 8 ნოემბერს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივლისში გარდაიცვალა ელისაბედ დიმიტრის ასული ლომიძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მედიკოსი სტუდენტი მიხეილ (მიშა) ესტატეს ძე ლომიძე.

1888

ტიპი: გარდაცვალება

 1888 წლის 21 თებერვალს სიღნაღის მცხოვრები იაგორ ლაზარეს ძე ქრისტესოვი ნასვამ მდგომარეობაში მოძრავ ეტლს შეუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფოთში რკინიგზის მუშამ მოკლა რკინიგზის სადგურის უფროსი დვარაკოვსკი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის დედათა გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლემ ევგენია ტერპუგოვისამ თავი მოიწამლა და გარდაიცვალა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთის მაზრაში გიგო თოთრიაშვილმა და შაქრო ციქურიშვილმა მოკლეს სოლომონ ნაზღაიძე.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ნაზღაიძემ დაჭრიდან ცხრა დღე იცოცხლა და დამნაშავეების დასახელება შეძლო, შემდეგ კი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 29 იანვარს ალექსანდრე და დავით გუნდიაშვილები ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებდნენ ძმის, შაქრო გუნდიაშვილის, გარდაცვალებას.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ ორჯონიკიძე.

1888

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 11 მარტს 15 წლის კონსტანტინე თეთრაძე გაუფრთხილებლობით მიწის ქვეშ მოყვა, მამამისის, მოხელე თეთრაძის სარდაფში და გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუქანში მოკლეს გოგიაშვილი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 7 ივნისს ნინა აზოევისა დამხვრჩალი მტკვარმა გამორიყა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი რევაზ ვაჩნაძე ბაკურციხეში გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 12 იანვარს სოფ. ბარში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვასილ ალექსის ძე ჭიჭინაძე, რომელსაც ჭლექი ჰქონდა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 18 ნოემბერს ალექსანდრეს ეკლესიის დარაჯი პეტრე ივანეს ძე ლემეშკინი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს თეოფანე სპირიდონის ძე გიორგობიანი გარდაიცვალა.