საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3267

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თედო სახოკიამ საშუალო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ პირველადი განათლება მარტვილის დაწყებით ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო 1877-1884 წლებში.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ცხრა წლის ასაკში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ ქართულად წერა-კითხვა ცხრა წლის ასაკში, 1877 წელს ისწავლა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს დუტუ მეგრელის დედამ, მარიამმა განსაკუთრებით კარგად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს დუტუ მეგრელის დედამ, მარიამმა, კარგად იცოდა საღმრთო წერილი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ მავრი ტუსკიას სამადლობელი წერილი ივ. დ. მაჭუტაძისადმი, რომელმაც აცინას სახალხო სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსანდრე გარსევანიშვილის განცხადება, რომლის თანახმად სკოლა სექტემბრიდან ლევაშოვის ქუჩაზე, ივანე ჯაიანის სახლში გადადიოდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის ივლისში მსახიობი ვასილ ალუღიშვილი მოსკოვში წასასვლელად ემზადებოდა, სამხატვრო თეატრში სამსახიობო კურსებზე უნდა დაეწყო სწავლა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დანიშნულმა სტიპენდიამ დუტუ მეგრელს საშუალება მისცა ოდესაში მხოლოდ შემოდგომა-გაზაფხულზე ჩასულიყო სემესტრების ჩასათვლელად და კურსიდან კურსზე გადასასვლელად საჭირო ფორმალობების მოსაგვარებლად.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დუტუ მეგრელმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის პირველი კურსი და მეორეზე გადავიდა.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასწავლებელში შევიდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე მამამ თურქული ენის შესასწავლად თურქეთში გაგზავნა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძემ ბათუმის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს 65 წლის ასაკშიც შიო მღვიმელს ზეპირად ახსოვდა ლერმონტოვის „Скажи мне, ветка Палестины“.

1888

ტიპი: განათლება

1888-1891 წლებში, ავადმყოფობის მიუხედავად, დუტუ მეგრელმა მაინც მოახერხა ოდესის უნივერსიტეტის ყველა სემესტრის ჩათვლა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლიდან დუტუ მეგრელს ხშირად უწევდა ლექციების გაცდენა ოდესის უნივერსიტეტში ავადმყოფობის გამო.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიამ რუსული ლოცვები და გალობა იცოდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სკოლა, სადაც თედო სახოკია სწავლობდა ხეთაში, მისი სახლიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე იყო.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ხეთის სკოლაში შესვლიდან ერთ თვის მერეც უჭირდა ქართულად საუბარი, რადგან სწავლაში არავინ ეხმარებოდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ ჩარექოვი პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1892

ტიპი: განათლება

1892 წლამდე მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.