საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3033

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა აკირბეი მარღანიამ, რომელიც იყო ეროვნებით აფხაზი, კოდორის რაიონის ქალაქ ოჩამჩირიდან. მას სურდა დასაქმება ოჩამჩირის მე-2 კლასების სასწავლებელში.

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა პავლე კირსამ, რომელიც იყო ეროვნებით რუსი, გუმისთის რაიონის სოფ. ვლადიმირსკოედან.

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა ბაგრატ ზანტარიამ, რომელიც იყო ეროვნებით აფხაზი, კოდორის რაიონის სოფელ ტამიშიდან.

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა ილარიონ ეზუგბაიამ, რომელიც იყო ეროვნებით ქართველი, სამურზაყანოს რაიონის სოფელ გალიდან. მას სურდა გალის პირველ დაწყებით სკოლაში დასაქმება.

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა ბაგრატ ჯანაშიამ, რომელიც იყო ეროვნებით ქართველი, კოდორის რაიონი სოფელი აძიუბჟადან.

1920

ტიპი: განათლება

სოხუმის საოსტატო სემინარია 1919-20 სასწავლო წელს დაამთავრა პლატონ ახუბამ, რომელიც იყო ეროვნებით აფხაზი, კოდორის რაიონის სოფ. ჭილოვიდან.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიისა და საბავშვო ბაღის ზედამხედველ ანა კირილეს ასულ ჩეფრანოვას საშინაო განათლება ჰქონდა მიღებული.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა მარია ვლადიმერის ასულმა გედევანოვამ დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზიის 7 კლასი.

1919

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა, ამხანაგობის თავმჯდომარე ვლადიმერ ნიკოლოზის ძე დოლინსკიმ დაამთავრა მოსკოვის საგზაო მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტი.

1918

ტიპი: განათლება

დამფუძნებელი კრების წევრ გრ. უროტაძეს ცნობად: 1918/19 სასწავლო წლის განმავლობაში საშ. სკოლაში სწავლის ფული იყო მინიმუმ 300, მაქსიმუმ _ 400 მან. გამონაკლისს შეადგენდა რამდენიმე სასწავლებელი, სადაც 500 მანეთს უდრიდა. მიმდინარე წელს მხოლოდ პირველ სამ კლასში დარჩა ძველებურად, 500 მან., ზედა კლასებში 500-600 მან. გახდა. რამდენიმე სკოლაში ადგილობრივი პირობების გამო (სკოლისთვის ინვენტარის შეძენა, ძველი ვალის გადახდა და სხვ.) 750-800 მანეთამდე გაიზარდა.

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.