საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3736

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდი გაიმართებოდა დავიდოვის ქუჩაზე, ბინა 12-ში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა ნატალია დავითის ასული ავალოვა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წის 6 ნოემბერს ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას დაკრძალვა იყო. გარდაცვლილს ელიზავეტინის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლიდან გამოასვენებდნენ და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენებდნენ.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 9 მარტს სოფ. სვირში გლეხებმა დავით აბაშიძის მოურავი მოკლეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სომეხი მწერალი პ. შანშიევი თბილისში გარდაიცვალა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 10 მარტს სოფ. ნორიოს მცხოვრები ივანე ნიკოლაშვილი დაიღუპა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე გარდაიცვალა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში სოფ. საჭილაოში ივანე ვახტანგის ძე ასათიანი მოკლეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა-შვილი ღერკენაშვილები ცხინვალში, მდინარე ლიახვში დაიხრჩვნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასული ოსიტაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასულ ოსიტაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს ელენე იულონის ასულ დადიან-წულუკიძისას ქუთაისში საკუთარი სახლიდან (ივანოვის ქუჩა) გამოასვენებდნენ, წირვას გადაიხდიდნენ ქუთაისის კათედრალურ ტაძარში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 თებერვალს გრიგოლ (კუკულია) ალექსანდრეს ძე გელოვანს ბაქოდან ქუთაისში ჩამოასვენებდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს გრიგოლ (კუკულია) ალექსანდრეს ძე გელოვანს ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 19 თებერვალს ერწოს ხეობაში მიხეილ წიკლაური ადიდებულ მდინარეში ცხენით შევიდა. მისი გვამი მდინარემ რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ჟურნალი „ნაკადული“ იუწყებოდა, რომ 1-ლ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა პანაშვიდი ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებლისა და რედაქტორის, მარიამ ივანეს ასული დემურიას გარდაცვალების ათი წლისთავის აღსანიშნავად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ლ თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული შტაბს-კაპიტან სიმონ (შალიკო) მეტრეველის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის დეკემბერში ქეთუშა გრიგოლის ასული ნიჟარაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს წმინდა ნინოს სასაფლაოზე ქეთუშა გრიგოლის ასულ ნიჟარაძის 40 დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 18 თებერვალს გიგა გაბრიელის ძე ტატიშვილი მოკლეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 14 ივნისს სოფელ ჭაქვინჯში ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი მაქსიმე ჭანტურია გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ლ თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსიას ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელ თებერვალს ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის აგვისტოში ქუთაისში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსია გარდაიცვალა.