რეგისტრირებული ფაქტები3736
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესიაში ვასილ ივანეს ძე ფორაქაშვილის 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ბაგრატიონი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი შვილი, თამარ ბაგრატიონი გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს მეუღლის - დავით პავლეს ძე დემუროვის გარდაცვალებას ატყობინებდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კონდუქტორ სიმონ მახარაძეს ახალი სენაკისა და ჭალადიდის რკინიგზის სადგურებს შორის სანიშნე თოკის გასწორების დროს მატარებლი დაეჯახა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 5 ივნისს კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი პეტრე ივანეს ძე იმნაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხეში მცხოვრები ტელეგრაფისტი პოპლავსკი მეხის დაცემის დროს გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს მელიტონ მიხეილის ძე ჯაფარიძეს ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მელიტონ მიხეილის ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 2 ივნისს სამსახურიდან გამოსული ჯარისკაცი ივანე პილატოვი მტკვარში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახალციხეში მოკლეს ოფიცერი ბაგრატიონ-დავითაშვილი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 31 მაისს გარდაიცვალა თბილისის ფოსტის მმართველი სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ელისაბედ ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ, რომ გარდაიცვალა ელენე ლუარსაბის ასული ერისთავისა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 მაისს განჯის სახელოსნო სკოლის პედაგოგმა დავით ქრისტეფორეს ძე ტერ-მიხეილოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

